LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მხოლოდ დიქტატორები იჭერენ მშვიდობიან ლიდერებს: „ბარსას“ ფანების ბანერი ესპანეთის წინააღმდეგ

2481139-51521490-2560-1440

„ბარსელონას“ გულშემატკივრებმა ჩემპიონთა ლიგაზე „ტოტენჰემთან“ შეხვედრისას კატალონიის დამოუკიდებლობისთვის მოთხოვნით დაკავებული მებრძოლების მხარდასაჭერად ბანერები გამოფინეს.

კატალონიაში ბრძოლა გრძელდება.

ტრიბუნებზე გადმოაკონწიალეს წარწერები: „მხოლოდ დიქტატორები იჭერენ ციხეში მშვიდობიან პოლიტიკურ ლიდერებს“ და „თავისუფლება კატალონიას“.

 

 

ამჟამად კატალონიის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ორი ლიდერი ჟორდი კუჩარტი და ჟორდი სანჩესი დაკავებულები არიან.

კატალონიის ყოფილი თავკაცი კარლეს პუჩდემონი გერმანიაში იმყოფება, ესპანეთი მის გადმოცემას ითხოვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები