LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მხოლოდ ქართული და ინგლისური – მატარებელში რუსულად ინფორმაცია აღარ ცხადდება

287
1რ

„საქართველოს რკინიგზამ“ მატარებლებში ინფორმაციის გამოცხადებისას რუსულ ენაზე უარი თქვა. მგზავრების ინფორმაციით, მათ ვინც ბოლო პერიოდში, საქართველოს რკინიგზით იმგზავრა, საჭირო ინფორმაცია ინგლისურ და ქართულ ენებზე მოისმინა.

აღნიშნულ სიახლესთან დაკავშირებით „ფორტუნა“ „საქართველოს რკინიგზას“ დაუკავშირდა. როგორც კოპანიაში აცხადებენ, აღნიშნული სიახლე ქართულ მატარებლებში დაახლოებით 6 თვეა დაინერგა და ეს ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ, უფრო კონკრეტულად კი 20 ივნისის მოვლენებს არ უკავშირდება.

საქართველოს რკინიგზა ბათუმში დაგვიანებით ჩასულ მგზავრებს თანხას სრულად აუნაზღაურებს

29 ივნისს თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი ჩინური მატარებელი ტექნიკური მიზეზით შეფერხდა

რაც შეეხება მიზეზებს, რკინიგზაში ამბობენ, რომ 3 ენაზე ინფორმაციის გამოცხადება მგზავრებისთვის მოსაწყენი და დამღლელი იყო.

„აქედან გამომდინარე, საქართველოს რკინიგზის მენეჯმენტმა, მგზავრთა კიდევ უფრო კონფორტული მზაგრობისთვის, მიიღო გადაწყვეტილება ენების რაოდენობა შეემცირებინა. ბუნებრივია, უპირატესობა საერთაშორისო ენას მივანიჭეთ და აქედან გამომდინარე, ინფორმაცია მატარებლებში უკვე ნახევარი წელია ქართულად და ინლისურად ცხადდება“, – აღნიშნავენ საქართველოს რკინიგზაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები