LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მხოლოდ ქართულის“ მესამე სეზონი იწყება

967
mxolodqartuli2019

პოპულარული მეგაშოუ „მხოლოდ ქართული“რუსთავი 2“-ზე მესამე სეზონს იწყებს. გამოცხადებულია შესარჩევი ტური. ტელეკომპანია მთელი საქართველოს მასშტაბით ეძებს ტალანტებს, რომელთაც ქართული სიმღერის შესრულება შეუძლიათ.

პირველი შესარჩევი ეტაპი თბილისში ჩატარდება, თარიღიც ცნობილია: 26 მაისი და 16 ივნისი. მსურველებს „რუსთავი 2“-ში  შესარჩევ ტურზე მისვლა 12:00 საათიდან შეუძლიათ.

რაც შეეხება შემდეგ შესარჩევ ტურებს, ჩამონათვალი ასეთია:

თელავი – 29 მაისი ?

ოზურგეთი – 31 მაისი ?

ზუგდიდი – 1 ივნისი ?

ბათუმი – 2 ივნისი ?

გორი – 8 ივნისი ?

ქუთაისი – 9 ივნისი ?

შეგახსენებთ, რომ შოუს პირველი სეზონის გამარჯვებული გახდა სოფო ბათილაშვილი, რომელიც ამჟამად „ბრავო რეკორდსში“ სადებიუტო ალბომს წერს, ხოლო მეორე სეზონი მოიგო გიორგი კელაპტრიშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები