ფოტოგრაფი ზაქარია ჭელიძე აქვეყნებს ფოტოსესიას, სადაც „მხოლოდ ქართულის“ ყოფილი მონაწილე, ახმეტელის თეატრის მსახიობი, გიორგი ცხადაძეა გადაღებული. მან არც მეტი, არც ნაკლები, „სამეფო კარის თამაშების“ ერთ-ერთი რეიტინგული პერსონაჟის, ჯონ სნოუს იმიჯი აქვს მორგებული და აშკარაა, რომ საკმაოდ ჰგავს პოპულარულ გმირს სუპერპოპულარული სერიალიდან. მას კიტ ჰარინგტონი განასახიერებს და ამ როლით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობი გახდა.

„სამეფო კარის თამაშების“ თემა ახლა ძალიან გააქტიურებულია, რადგან მოახლოვდა მისი დასკვნითი სეზონის პრემიერა – HBO-მ უკვე გამოაქვეყნა მერვე სეზონის ანონსი, მას აპრილში ვიხილავთ.

რაც შეეხება გიორგი ცხადაძის ფოტოსესიას, ის საბადურის ტყეშია გადაღებული. „ზამთარი მოდის“, ასე დააწერა ზაქარია ჭელიძემ ერთ-ერთ ფოტოს, „სამეფო კარის თამაშების“ მთავარი ფრაზის შესაბამისად.

კომენტარებში კითხულობენ, ეს სერიალის გადაღებებიდანაა თუ საქართველოშია გადაღებული. ყველა ამბობს, რომ მსგავსება ძალიან დიდია.

მსგავსი თემები