LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მხოლოდ ქართულის“ მორიგი შესარჩევი ტურები გორსა და ქუთაისში გაიმართება

951
75

„მხოლოდ ქართულის“ გუნდი მთელ საქართველოში მოგზაურობს. შესარჩევი ტურები მესამე სეზონისთვის საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ტარდება.

ამჯერად „მხოლოდ ქართული“ გორს და ქუთაისს  ესტუმრება, სადაც მორიგ შესარჩევ ტურები გაიმართება.

მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ მივიდნენ შემდეგ მისამართებზე: გორი – 8 ივნისი , 12:00 საათი, გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი,  მის: ილია ჭავჭავაძის N 24; ქუთაისი -9ივნისი – 12:00 საათი, ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი, მის: წმ.ნინოს ქ N 17

„მხოლოდ ქართული“-ს პირველი სეზონის გამარჯვებული გახლავთ სოფო ბათილაშვილი, რომელიც ამჟამად სადებიუტო ალბომზე მუშაობს და სოლოკონცერტისთვის ემზადება, მეორე სეზონის პირველადგილოსანმა, გიორგი კელაპტრიშვილმა კი ახლახან სოფო ნიჟარაძესთან დუეტი ჩაწერა და კლიპიც გადაიღო სიმღერაზე „ძველი ჰანგი“.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები