LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მხოლოდ ქართულის“ მორიგი შესარჩევი ტური ბათუმში 2 ივნისს გაიმართება

4804
59878097_881979072142959_1943276236750979072_o

„მხოლოდ ქართულის“ მესამე სეზონისთვის „რუსთავი 2“-ი ფართომასშტაბიან შესარჩევ ტურებს ატარებს. 26 მაისს მომღერლების შერჩევა პროექტისთვის თბილისიდან დაიწყო. თელავის, ოზურგეთისა და ზუგდიდის შემდეგ „მხოლოდ ქართული“ ბათუმს ესტუმრება, სადაც მორიგ შესარჩევ ტურს გამართავს.

პოპულარულ კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ მივიდნენ შემდეგ მისამართზე: ბათუმი, ხელოვნების უნივერსიტეტი, ლუკა ასათიანის N37.

„მხოლოდ ქართული“-ს პირველი სეზონის გამარჯვებული გახლავთ სოფო ბათილაშვილი, რომელიც ამჟამად სადებიუტო ალბომზე მუშაობს და სოლოკონცერტისთვის ემზადება, მეორე სეზონის პირველადგილოსანმა, გიორგი კელაპტრიშვილმა კი ახლახან სოფო ნიჟარაძესთან დუეტი ჩაწერა და კლიპიც გადაიღო სიმღერაზე „ძველი ჰანგი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები