“მხოლოდ ქართულს” დღეს თიკა ფაცაცია გაუძღვება – მაია ასათიანმა და ნანუკა ჟორჟოლიანმა ვერ შეძლეს ფინალური შოუს წაყვანა

51129505_384228462346895_2578067927743856640_n

“მხოლოდ ქართული” გარდაცვლილი ტელეჟურნალისტის, ლევან ჩხაიძის გახსენებით დაიწყო. მას პატივი მიაგეს საქართველოს ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა და ანსამბლმა “შვიდკაცამ”. შემდეგ სცენა დაიკავა ნიკა გვარამიამ, რომელმაც ჟურნალისტებს უდიდესი დანაკარგი მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ დღევანდელი ფინალური ტური ლევან ჩხაიძის ხსოვნას მიეძღვნება. “რუსთავი 2”-ის დირექტორმა ასევე დასძინა, რომ ამ ურთულეს დღეს მაია ასათიანმა და ნანუკა ჟორჟოლიანმა ვერ შეძლეს, წაეყვანათ საღამო, მათი მეგობრის გარდაცვალების გამო და “მხოლოდ ქართულის” დღევანდელ საფინალო ტურს გაუძღვება თიკა ფაცაცია.

კონკურსი რამდენიმე წუთის წინ გახსნილად გამოცხადდა.

https://www.facebook.com/mkholodkartulirustavi2/videos/318343775469331/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები