LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მკურნალი, სამეფო და უფსკერო ტბის მქონე სოფლები იმერეთში, სადაც ყოველდღიური სტრესისგან განტვირთავს შეძლებთ

418
214988435-510296063581744-6097557458757818563-n

იმ სტრესული მოვლენების ფონზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ყოველდღიურად ვითარდება, ალბათ, ყველაზე დიდი შვება – შვებულების აღება, ქალაქისგან მოწყვეტა და სადმე, საქართველოს რომელიმე სოფელში, თავის შეფარებაა…

Fortuna.ge აგრძელებს თქვენთან ერთად, საქართველოს რეგიონებში ვირტუალურ მოგზაურობას და ამჯერად, იმერეთის რამდენიმე სოფელს წარმოგიდგენთ, რომლებიც საკუთარი ისტორიით, ბუნებით და თუნდაც, სახელწოდებით გამორჩეულია…

იცოდით, რომ იმერეთში სამეფო სოფელი, მკურნალი სოფელი და თუნდაც ისეთი სოფელიც კი მდებარეობს, რომელიც უფსკერო ტბას ფლობს?

ზოდი – სამეფო სოფელი

ზოდი ზემო იმერეთის ერთ-ერთი ულამაზესი სოფელია, იგი მდებარეობს ჭიათურის პლატოზე, მდინარე ყვირილის მარჯვენა მხარეს. გადმოცემით, სოფელ ზოდის სახელწოდება წარმოდგება ამ ტერიტორიაზე ნაპოვნი ლითონისგან, ზოდისგან, რის შემდეგაც სოფელს დარქმევია „ზოდი”.

სოფელის ტერიტორია საინტერესოა აქ წარმოდგენილი კარსტული ფორმების მღვიმეებით. მათ შორის აღსანიშნავია: კლდის წყალის, ნეკრესის, ჯრუჭულის, ხვედელიძეების კლდის მღვიმეები. ზოდის ტერიტორია მდიდარია უგემრიელესი წყაროებით, მათ შორის უმნიშვნელოვანესია სამკურნალო წყაროები. ზოდის აბანოს, რომელიც მდებარეობს მდ. ნეკრესას ხეობაში, მინიჭებული აქვს პროფილაქტიკური, გინეკოლოგიური, ნევროლოგიური სამკურნალო თვისებები. ასეთივე სამკურნალო წყალი გადმოედინება ქვედა ზოდის ტერიტორიაზე, გიორგაძეების უბნის ბოლოზე, რომელიც ცნობილი იყო “კოდისწყლის” სახელით. თანამედროვეების გადმოცემით, ხალხი სხვადასხვა რაიონიდან ჩამოდიოდა აღნიშნული წყაროს წყლის წასაღებად, რომელიც კუჭის წყლულის დაავადებას არჩენდა.

მითები და რეალობა რაჭაზე: პატარა სოფელი, რომელიც შვეიცარიას ჰგავს და კიდევ 6 უნიკალური, აუცილებლად სანახავი ადგილი

რაჭა - საქართველოს მარგალიტი! რეგიონი, რომელიც პირდაპირ სიყვარულთან ასოცირდება

აღსანიშნავია ისიც, რომ უხუცესი ადამიანების გადმოცემით, სოფელ ზოდს „სამეფო სოფელს” უწოდებენ. აღნიშნულ სოფელში არის დაბადებული გამყრელიძე შოთა-მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სამედიცინო აკადემიის აკადემიკოსი; გიორგაძე ალიოშა-მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; აბაშიძე გურამ-ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი; გამყრელიძე ირაკლი-სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და სხვები. ზოდს ხშირად სტუმრობდნენ და ძალიან უყვარდათ აქ ყოფნა კონსტანტინე გამსახურდიას და მწერალ აკაკი ბელიაშვილს.

ვარციხესოფელი იმერეთში, რომელიც უძველეს ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება

ამ სოფელს შეხვდებით ბაღდათის მუნიციპალიტეტში, რომელიც სამი მდინარის – რიონის, ყვირილასა და ხანისწყლის შესაყართან არის გაშენებული. სხვათა შორის, საქართველოში მხოლოდ ამ ადგილას ურთდება ერთმანეთს 2-ზე მეტი მდინარე.

ახლანდელი სოფლის ტერიტორიაზე ადრინდელ შუა საუკუნეებში მდებარეობდა ეგრისის სამეფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი (ბერძნულ წყაროებში როდოპოლისი, ქართულ წყაროებში ვარციხე, ვარდციხე). პირველად მოიხსენიება VI საუკუნის ბიზანტიურ წყაროებში. ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ვარციხეს დიდი სტრატეგიული და ეკონომიკური მნიშვნელობა ჰქონდა. აქ გადიოდა მნიშვნელოვანი საერთაშორისო სავაჭრო გზა. VI საუკუნის შუა წლებში ეგრისის დიდი ომის დროს ქალაქი ხელიდან ხელში გადადიოდა. პირველად, ირანელების თავდასხმის წინ, ქალაქის კედელი მოარღვიეს, რათა მტერს შემდგომში ახალ დაპყრობათა პლაცდარმად არ ექცია. IX-XI საუკუნეებში ქალაქმა აღმავლობა განიცადა.

გვიანდელ შუა საუკუნეებში ვარციხე იმერეთის მეფეთა საზაფხულო რეზიდენცია იყო. ისინი იქვე მდებარე აჯამეთის ტყეში ნადირობით ერთობოდნენ. XIX საუკუნეში ვარციხე უკვე სოფლად იყო ქცეული. ციხე-სიმაგრეები, კოშკები და სხვა ნაგებობები ვარციხეში რუსებმა დაანგრიეს. გადარჩა მხოლოდ ეკლესია.

სოფლის ტერიტორიაზე მდებარეობს აჯამეთის აღკვეთილის ერთ-ერთი მასივი, ვარციხის მასივი, რომლის ფართობია 1106 ჰა. მდინარე რიონზე სოფლის მახლობლად აგებულია ვარციხეჰესი. სოფელში არსებული კიდევ ერთი საინჟინრო ნაგებობაა აჯამეთის არხი, რომლის მეორე ბოლო ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საქარაშია.

კისორეთი – მკურნალი სოფელი

მდებარეობს ტყიბულის რაიონში, ტყიბულიდან 22 კილომეტრის დაშორებით. მას ესაზღვრება სოფლები: გურნა, ძმუისი, წყნორი და სოჩხეთი. სოფელი გამორჩეულია კულტურული ღირსშესანიშნაობებით, ბუნებრივი პირობებით, ეკონომიკური და ტურისტული განვითარების პოტენციალით.

სოფელი კისორეთი შედგება 60 კომლისაგან. ზამთარში სოფელი ხალხისგან იცლება და ადგილზე ძირითადად მოხუცები რჩებიან, მაგრამ ზაფხულობით მათი უმრავლესობა ისევ უკან ბრუნდება. ზოგიერთები სტუმრობენ კიდეც თავიანთი წინაპრების სახლებს და არდადეგებს ამ ულამაზეს სოფელში, შესანიშნავი ბუნებისა და ხედების წიაღში ატარებენ. სოფელი ხალხის განსაკუთრებული სიმრავლით გამოირჩევა ,,ილიაობის’’ დღესასწაულზე, რომელიც აღინიშნება 2 აგვისტოს. “ილიაობას” სოფლის მკვიდრები “კისორეთის” დღესასწაულს უწოდებენ.

კულტურულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს კისორეთში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის, მეათე-მეთერთმეტე საუკუნეში აგებული ეკლესია, რომელშიც სიძველის მიუხედავად, შემორჩენილი არის კედლებზე მოხატული ძველი და უნიკალური ფრესკები. ეკლესიის ეზოში არის ასევე სამრეკლო ზარი, რომელიც იშვიათობას წარმოადგენს როგორც საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებშიც მისი ზომით, წონით, მეტალის შემცველობით, სიძველით და მასზე ამოტიფრული წარწერის უნიკალურობით.

ფოტო: 7 ენითაღუწერელი სილამაზის სოფელი თუშეთში, რომელიც უცხოელ ვიზიტორებსაც ატყვევებს

„მაინცდამაინც სიკვდილს ნუ დაელოდებით, თუ სამოთხის ნახვა გინდათ, ამოდით თუშეთში“

სოფელში ასევე არის მთვარანგელოზის სახელობის სალოცავი, რომლის მხოლოდ ნანგრევებიღა არის შემორჩენილი. მას “ლომთაძეების საგვარეულო სალოცავს” უწოდებენ. ვინც ამ სალოცავს ჯანმრთელობას შესთხოვს, თავიანთი სიგრძის სანთელს ამზადებენ, ანთებენ და დარჩენილ ნაწილს სალოცავზე ტოვებენ. მას სასწაულმოქმედი ძალა და მადლი აქვს სნეულების განკურნებაში. ასევე არის “თვალისჯვარი”, რომელ ადგილზეც გამუდმებით ხარობს მუხის ხე. აქაც სანთელს ანთებენ და ამ სალოცავს მხედველობის პრობლემების მქონე ადამიანები თვალის სიჯანმრთელეს სთხოვენ.

ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, სოფელს ახასიათებს მთიანი რაიონისთვის დამახასიათებელი ზომიერად მშრალი კლიმატი. აქ ჩამოედინება მდინარე “ლეხიდარი”. სოფელ კისორეთში ასევე არის წყარო, რომელსაც აქვს სამკურნალო თვისებები. მის წყალს კუჭ-ნაწლავის დაავადების მქონე ადამიანები სამკურნალოდ მოიხმარენ.

საჩხეური – სოფელი, რომელსაც „უფსკერო ტბა“ აქვს

მდებარეობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში. საჩხეურას გააჩნია ულამაზესი ბუნებრივი პირობები, მდიდარია საკურორტო-რეკრეაციული რესურსებით, აქ უხვადაა სასმელი დანიშნულების მიწისქვეშა მტკნარი წყალი. სოფელში არის ბუნებრივი ტბა – „უფსკერო ტბა“, რომლის მაქსიმალური სიღრმეა 8 მეტრი. ტბაში ბუნებრივად გავრცელებულია თევზის ჯიშები: კობრი, საზანი, კარასი.

სოფელ საჩხეურში არის როგორც შერეული, ასევე ფოთლოვანი ტყე, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ტურისტული თვალსაზრისით. სოფელ საჩხეურში არის გადასახედები, რაჭის და ოკრიბის მიმართულებით საფეხმავლო ბილიკები, ულამაზესი ტყეები და მდელოები…

სოფელში არის მაცხოვრის აღდგომის სახელობის და თომა მოციქულის სახელობის მოქმედი ეკლესიები. კვირაცხოვლობის მეორე დღეს – ორშაბათს აღნიშნავენ დღესასწაულს, რომელსაც ეწოდება „ანკაროული“.

მათხოჯი – სოფელი, რომლის სახელიც ღიმილის გვგვრის

სოფელი ხონის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე ცხენისწყლის მარცხენა ნაპირას, ხონი-მარტვილის საავტომობილო გზაზე. სოფლის ჩრდილოეთ მხარეს 150 მეტრი სიმაღლის მთაზე დგას მე-6 საუკუნის ციხე-სიმაგრე, ამჟამად ე.წ “ნაციხარი”. სოფელში ორი ტაძარია: წმიდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი და წმიდა ბასილის ეკლესია.

იმერეთში მდებარე სოფელ მათხოჯის შესახებ ერთი უცნაური ისტორია არსებობს. სოფელში მცხოვრებ მათეს ჰყოლია ცხენი, სახელად ხოჯი. ერთ დღე ხოჯი დაიკარგა, მთელი დღის ძებნის შემდეგ ცხენი იპოვეს და პატრონს დაუძახეს: მათე ხოჯი აქაა-ო. ასე დაერქვა სოფელს მათხოჯი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები