LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მკვლელობა გორში – მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს

130
unnamed (1)

გორში 42 წლის მამაკაცი მოკლეს. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს.

მკვლელობა ვერხვების დასახლებაში მოხდა.

დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

როგორც „გორმედის“ ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მერაბ მაისურაძე აცხადებს, კლინიკაში შემოყვანისას პაციენტის მდგომარეობა იყო კრიტიკულად მძიმე. მამაკაცს აღენიშნებოდა გამჭოლი ჭრილობა, ცეცხლნასროლი დაზიანება.

“შემოყვანიდან მალევე დაფიქსირდა გულის გაჩერება, დაუყოვნებლივ დაიწყო რეანიმაციული ღონისძიებები, მოხერხდა გულის ამუშავება, თუმცა, რეანიმაციული ღონისძიებების მიმდინარეობისას დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, – გნაცხადა მერაბ მაისურაძემ.

კონფლიქტის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ტერიტორიაზე სამართალდამცველები გვიანობამდე მუშაობდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები