LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მკვლელობა შურისძიების მოტივით – მუხრანში მომხდარ მკვლელობაზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

89
პოლიცია-2რრრრ

სოფელ მუხრანში მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაჭრეს, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა. მოკლულის შვილმა კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

საქართველოს პროკურატურამ, მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბ.ი.-ს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ  2021 წლის 10 ივნისს, მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში ბ.ი.-მ შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ბლაგვი საგნით დ.ჩ.-ს სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე დაზიანება მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად დ.ჩ. საავადმყოფოში 14 ივნისს გარდაიცვალა“. – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ინფორმაციით, ბ.ი. საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას თავს არიდებს.

„ვინაიდან ბ.ი. თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მას ბრალდება დაუსწრებლად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, მცხეთის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“. – ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები