LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რომელ მხარეს წარმოადგენს, ერი, ბერი, ყველა თანასწორია. ძალადობა არ შეიძლება რეაგირების გარეშე დარჩეს: კუჭავა

84
კახა კუჭავა

“მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რომელ მხარეს წარმოადგენს, ერი, ბერი – ყველა თანასწორია. სამწუხაროდ, ჩვენ, ვისმენდით წახალისებებსაც კი, ძალადობაზე, რომელიც არ შეიძლება რეაგირების გარეშე დარჩეს.” – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საგამოძიებო უწყებების მხრიდან საკმაოდ გახსნილი გამოძიების ჩატარება, არამედ პარლამენტის მხრიდან მაქსიმუმის გაკეთებაც.

როგორც კუჭავამ აღნიშნა, არ უნდა დარჩეს არანაირი კითხვის ნიშანი, რომელიც დღეს არსებობს და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა სიმართლე დადგინდეს:

“ეს არის სამწუხარო და ტრაგიკული განვითარება იმ მოვლენების, რომლებიც 5 ივლისს დაიწყო და რომელსაც არანაირი გამართლება არ აქვს. ვახსენეთ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სამწუხაროდ, ბევრჯერ მოგვიწევს განმეორება იმ შავი ლაქისა, რომელიც ჩვენს ისტორიას დარჩა 5 ივლისის სახით, ის, რაც ჩვენ ვიხილეთ, ძალადობა ჟურნალისტებზე, ოპერატორებზე, ადამიანები, რომლებიც თავიანთ საქმიანობას ასრულებდნენ და ჯგუფურად მოხდა მათზე ძალადობა.

ჩვენ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ, ყველაფერი არის კამერაზე ასახული, ვერავინ გაექცევა მართლმსაჯულებას. აუცილებელია, რომ სრულად მოხდეს მათი იდენტიფიცირება და მათი მკაცრად დასჯა, რომ მსგავსი რამ მეორედ აზრადაც კი აღარ მოუვიდეს რავის.

მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რომელ მხარეს წარმოადგენს, ერი, ბერი, ყველა თანასწორია. სამწუხაროდ, ჩვენ ვისმენდით წახალისებებსაც კი ძალადობაზე, რომელიც არ შეიძლება დარჩეს რეაგირების გარეშე და ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საგამოძიებო უწყებების მხრიდან საკმაოდ გახსნილი გამოძიების ჩატარება და პასუხების გაცემა, არამედ პარლამენტის მხრიდანაც მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს. ჩვენ აქ, ყველას სრული ბერკეტები გვაქვს, რომ ეს ბოლომდე მივიყვანოთ.” – თქვა კუჭავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები