LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ რუსეთისა და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ დავდგეთ – ნატო-ში აშშ-ის ელჩი

53
download

ნატო-ში აშშ-ის ელჩი, ქეი ბეილი ჰათჩისონი იდლიბის პროვინციაში განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება. ის აცხადებს, რომ მიმდინარე მოვლენებით შეშფოთებულები არიან და მხარს უჭერენ თურქეთს.

“თურქეთი ჩვენი მოკავშირეა, ჩვენ მრავალ სფეროში ერთ მხარეს ვართ, მაგრამ სირიის საკითხში განსაკუთრებით… შეშფოთებული ვართ იმ ყველაფრით, რასაც ასადი აკეთებს, თავს ესხმის იდლიბს, ამ ხალხს იდლიბში“, – განაცხადა ელჩმა.

რუსეთმა თურქეთის ბაზა დაბომბა: გარდაცვლილია 33 თურქი სამხედრო

ქეი ბეილი ჰათჩისონი ასევე აცხადებს, რომ ვითარება ძალიან რთულია, დაუჭერს თუ არა აშშ თურქეთს მხარს სამხედრო კუთხით ამის თაობაზე ვაშინგტონში აუცილებლად იმსჯელებენ:

ეს, რა თქმა უნდა, განიხილება. ძალიან რთული ვითარებაა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ რუსეთისა და სირიის, სირიის რეჟიმის, ასადის წინააღმდეგ დავდგეთ“, – განაცხადა ნატო-ში აშშ-ის ელჩმა.

შეგახსენებთ, თავდასხმა თურქულ კოლონაზე რამდენიმე საათის წინ მოხდა. ავიაიერიშს 33 სამხედრო ემსხვერპლა.

აშშ: მოვუწოდებთ ასადის რეჟიმს, რუსეთისა და ირანის მიერ მხარდაჭერილ ძალებს, დაუყოვნებლივ შეწყდეს ეს საშინელი თავდასხმა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები