LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგიულმა პარტნიორებმა სომხეთ-აზერბაიჯანის რთული პრობლემის მოსაგვარებლად საქართველოს ხელისუფლება მედიატორად დაინახეს: არჩილ თალაკვაძე

43
არჩილ თალაკვაძე

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წევრი და ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობამ ირაკლი ღარიბაშვილის ლიდერობით, რეგიონში მშვიდობის და უსაფრთხოების ხელშესაწყობად ისტორიული როლი შეასრულა.

როგორც თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს, მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგიულმა პარტნიორებმა სომხეთ-აზერბაიჯანის ამ რთული პრობლემის მოსაგვარებლად, მედიატორად სწორედ საქართველო და მისი ხელისუფლება დაინახეს.

„საქართველოს მზადყოფნა აზერბაიჯანსა და სომხეთთან ერთად, მშვიდობიანი და უსაფრთხო რეგიონის უზრუნველყოფაში დასავლეთმა სათანადოდ შეაფასა. მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგიულმა პარტნიორებმა სწორედ საქართველო და მისი ხელისუფლება დაინახეს მედიატორად, ამ რთული პრობლემის მოსაგვარებლად,“ – წერს არჩილ თალაკვაძე.

ცნობისთვის, სომხეთმა აზერბაიჯანს  მთიან ყარაბაღში აგდამის რაიონში დანაღმული ტერიტორიების რუკა გადასცა, რის სანაცვლოდაც, ქართული მხარის ჩართულობით, აზერბაიჯანმა სომხეთს 15 დაკავებული პირი გადასცა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები