LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოდერნას“ მიერ შექმნილმა კორონავირუსის ვაქცინამ კლინიკური გამოცდის პირველი ეტაპი წარმატებულად გაიარა

109
moderna-200

კორონავირუსის ვაქცინამ კლინიკური გამოცდის პირველი ეტაპი წარმატებულად გაიარა. აღნიშნული ინფორმაცია თავად ამერიკულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანია „მოდერნამ“ გაავრცელა, რომლის მიერ შემუშავებული ვაქცინის კანდიდატი მოხალისეთა მცირე რაოდენობზე გამოიცადა. აღსანიშნავია, რომ ,,მოდერნას” მიერ შექმნილი ვაქცინის კანდიდატი იყო პირველი, რომელიც ადამიანზე გამოსცადეს.

ექსპერიმენტული ვაქცინა 8 ჯანმრთელ მოხალისეს გაუკეთდა. როგორც ,,მოდერნას” წარმომადგენლები აცხადებენ, ვაქცინის კანდიდატმა, სახელად mRNA-1273 აცრილი ადამიანების ორგანიზმში დაახლოებით ისეთივე იმუნური პასუხი წარმოქმნა, როგორიც ვირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანების ორგანიზმში ფიქსირდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ვაქცინაციას არც ერთ მოხალისეში არ გამოუწვევია განსაკუთრებული გვერდითი ეფექტები. ერთადერთი ,,გართულება” აცრის შემდეგ ჩხვლეტის ადგილას კანის ოდნავ გაწითლება იყო.

აღნიშნულიდან გამომდინარე,”მოდერნა” ოპტიმისტურად არის განწყობილი და უახლოეს ხანებში უფრო ფართომასშტაბიანი ცდების დაწყებას გეგმავს, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიის შექმნილი ვაქცინა-კანდიდატი კლინიკური გამოცდის მეორე ფაზაში შედის. შესაბამისად მას უკვე 600 ადამიანზე გამოცდიან.
აღსანიშნავია, რომ ,,მოდერნამ” ვაქცინა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნულ ინსტიტუტთან პარტნიორობით შექმნა, რომელსაც ენტონი ფაუჩი ხელმძღვანელობს.

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ მწვანე შუქი უკვე აუნთო კლინიკური გამოცდის მეორე ფაზას, რომელშიც უახლოეს დღეებში დაიწყება.

ამ დროისათვის მსოფლიოს მასშტაბით მუშაობა100-ზე მეტ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა-კანდიდატზე მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები