LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოდი დავიწყოთ ბოდიშით: 5 მოულოდნელი ბოდიში, რომელიც საქმეს ვეღარ შველის

594
FORTUNA.GE (68)

ბოდიშის მოხდას ყოველთვის აქვს აზრი? სადაო თემაა. ზოგჯერ ბოდიშს იხდიან და მერე უარესს აკეთებენ. ზოგჯერ სიტყვა – ბოდიშს არ ამბობენ, მაგრამ ყველა ნაბიჯში იგრძნობა, რომ ნანობს ჩადენილს.

ისიც უკვე  დაწერილი აქსიომაა, რომ ბოდიში წამალი არაა და ის აფთიაქში არ იყიდება.

დღეს გადავწყვიტეთ, ყველაზე დასამახსოვრებელი ბოდიშები გაგვეხსენებინა.

 

1. პირველად, რასაკვირველია, გაგვახსენდა პრემიერის ბოდიში, როდესაც ის ჯერ მხოლოდ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. 

რუსთაველის გამზირზე მორიგი აქცია მიმდინარეობდა. შეკრებილები კლუბ „ბასიანსა“ და „გალერიში“ პოლიციის რეიდს აპროტესტებდნენ.

გახარია მივიდა, და შეიძლება ითქვას, პირველი სიტყვებით მოიგო შეკრებილების გული.

„მოდი დავიწყოთ ბოდიშით, ბოდიში“,  – თქვა მან, რასაც ოვაციები მოჰყვა.

 

2. მეორე ბოდიში ყოფილ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს უკავშირდება. 

მაშინაც რუსთაველზე აქციები  მიმდინარეობდა. ამჯერად მომიტინგეები დათუნა სარალიძის მკვლელობის საქმის გამოძიებას ითხოვდნენ. კულუარული ინფორმაციით, პრემიერს ურჩევდნენ, მომიტინგეებთან არ გასულიყო, თუმცა მან არავის დაუჯერა. გავიდა და მანაც სცადა ბოდიში მოეხადა.

თუმცა, მის ბოდიშს ოვაციების ნაცვლად საპროტესტო შეძახილები მოჰყვა.

 

3. ბოდიში სულ ცოტა ხნის წინ მოვისმინეთ და ის მომღერალ ნინი ბადურაშვილს უკავშირდება. 

სოციალურ ქსელში გადაცემა „ღამის შოუს“კომენტარებში მომხმარებელმა დაწერა, რომ აღნიშნული პროდუქტი მედია სივრცეში ერთადერთია, რასაც უყურებს და ნინის სტუმრობა დიდად არ გაუხარდა.

მომღერალი კომენტარმა გააბრაზა და კომენტარებში დაწერა: „ამ ვიდით, რამდენს ბედავ“.

ეს ფრაზა ვირტუალურ სამყაროში ვირუსულად გავრცელდა. ყველა გვერდი, იუმორისტული თუ არაიმორისტული, ამ ფრაზას ატრიალებდა და მთლიანი სოციუმი კრიტიკულად განაწყო მომღერლის მიმართ. მომღერალი ბულინგის მსხვერპლი აღმოჩნდა. მოგვიანებით მან გოგონას ბოდიში მოუხადა და საკუთარი საქციელი გადამეტებულად შეაფასა.

 

4. მოულოდნელი და დროში გაწელილი ბოდიში რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ. 

ის ჯონ ლენონის მკვლელს ეკუთვნის. მარკ ჩემპენმა ბოდიში 40 წლის შემდეგ მოიხადა. დამეთანხმებით, ბოდიში, იმ ადამიანის მკვლელობისთვის, რომელიც ლამის მუსიკის მეფედ იყო აღიარებული, დაგვიანებული და უადგილოა.

 

5. არ დაიჯერებთ, მაგრამ ბოდიში ვლადიმირ პუტინსაც კი აქვს მოხდილი. მან ბოდიში სერბეთის პრეზიდენტს ალექსანდრ ვუჩიჩს სხვისი საქციელის გამო მოუხადა.

ბოდიშის მიზეზი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გამოქვეყნებული პოსტი გახდა.

ხაზაროვამ სერბეთის პრეზიდენტის „თეთრ სახლში“ სტუმრობა, ცნობილ ფილმში „ძირითადი ინსტიქტი“, შერონ სტოუნის სექსუალურ პოზას შეადარა.

ჩამოთვლილი მაგალითებიდანაც ჩანს, რომ ორ ვარიანტს შორის, მოვიხადოთ თუ არა ბოდიში,  ყველაფერს სჯობს, საბოდიშოდ არ გავიხადოთ საქმე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები