LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოდით დავიწყოთ ჩელენჯი: TV პირველი იხდის გადასახადებს, სახელისუფლებო არხებმა გადაიხადონ მილიონები – ტვ პირველის დამფუძნებელი

112
34788257-115632215998918-239449511993278464-n

ტელეკომპანია “ტვ პირველის” დამფუძნებელი ვატო წერეთელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ფინანსთა მინისტრს მიმართავს. ის ივანე მაჭავარიანს მოუწოდებს სახელისუფლებო არხებს გადასახადები გადაახდევინოს. ასევე აღნიშნავს, რომ არხმა გადასახადები უკვე გადაიხადა და ტელეკომპანიას ინკასო მოხსნილი აქვს.

“ინკასო მოხსნილია.
სესხით, არხისთვის მძიმე ტვირთით თუ როგორ, ამას მნიშვნელობა არ აქვს.
გადავიხადეთ.
ვიცით თავისუფლების ფასი. ერთი ადგილიც გვაქვს დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და ვალშიც არავისთან ვრჩებით.
ბატონო მინისტრო, როგორც თქვენ ბრძანებთ ერთი ადგილია საჭირო.
მოდით დავიწყოთ ჩელენჯი – TV პირველი იხდის გადასახადებს და ვიწვევ სახელისუფლებო არხებს, გადაიხადონ მილიონები.
ველოდები მინისტრის პრინციპულობას, რომ ყველას ჩაარიცხინებს ხალხის კუთვნილ ფულს ბიუჯეტში.
ბატონო მინისტრო – წამზომი ჩაირთო!” – წერს ვატო წერეთელი. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები