LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოდრიჩმა წლის მონაგარი აჩვენა: რონალდო ალბათ გულზე სკდება (ფოტო)

2483541-51569530-2560-1440

ლუკა მოდრიჩმა 2018 წელს მოგებული პრიზები გამოფინა.
წელს ხორვატს ტოლი არ ყოლია. ყოველ შემთხვევაში, ასე მიიჩნიეს.

„რეალის“ ნახევარმცველს მართლაც შთამბეჭდავი კოლექცია მოუგროვდა.

ხორვატმა მოიგო France Football-ის „ოქროს ბურთი“ და მსოფლიო ჩემპიონატის „ოქროს ბურთი“, გახდა უეფას ვერსიით ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელი, ფიფას ვერსიით მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე და IFFHS-ის ვერსიით წლის საუკეთესო გამთამაშებელი.

ფოტოზე ასევე ფიგურირებს ჩემპიონთა ლიგისა და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის საუკეთესო ნახევარმცველის პრიზები.

 

შაბათს მოდრიჩმა „ოქროს ბურთი“ „სანტიაგო ბერნაბეუზეც“ გამოიტანა და პუბლიკას აჩვენა. გამოკითხვაში მან კრიშტიანო რონალდოს და ანტუან გრიზმანს აჯობა.

მოდრიჩი პირველი ხორვატია, რომელმაც „ოქროს ბურთი“ მოიგო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები