LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოძრაობა „აი იას“ დამფუძნებლები ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე ბრალდებულების თავდებით გათავისუფლებას ითხოვენ

84
Capture12121

მოძრაობა „აი იას“ დამფუძნებლები ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე ბრალდებულების თავდებით გათავისუფლებას ითხოვენ. მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებლის ვატო შაქარაშვილის განცხადებით, ბოლო სამი დღის განმავლობაში თავდებობის ელექტრონულ დოკუმენტზე ორი ათასი ადამიანის ხელმოწერა შეაგროვეს, რასაც ხვალ სასამართლოს წარუდგენენ.

მისივე განმარტებით, საქმე გვაქვს მართლმსაჯულების მახინჯ სისტემასთან, რომელიც ​პოლიტ-მედიაბულინგს ექვემდებარება.

„საზოგადოება გაერთიანდა პოლიტ-მედიაპატიმრების დასაცავად. მხოლოდ სამი დღის წინ გამოქვეყნდა თავდებობის ელექტრონული დოკუმენტი და უკვე 2 000 ადამიანი შემოუერთდა. ეს არის დიდი ბრძოლის მნიშვნელოვანი ეპიზოდი. ეს ბიჭები უნდა დავიცვათ პოლიტ-მედიატერორისგან. მაშინ, როდესაც საყოველთაოდ ცნობილი დამნაშავეები, პარლამენტის შტურმის ავტორები, კრიმინალები და ზონდერები პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებიან, ახალგაზრდა ბიჭები სასამართლო განაჩენამდე, უდანაშაულობის პრეზუმფციის სრული დარღვევით მოძალადეებად გამოცხადდნენ და მათ გირაოზეც კი უარი ეთქვათ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ საქმე გვაქვს მართლმსაჯულების მახინჯ სისტემასთან, რომელიც ექვემდებარება პოლიტ-მედიაბულინგს. ამ ყველაფერმა გააერთიანა საზოგადოება და აქ არის 2 000 ხელმოწერა. ჩვენ ხელმოწერებით მივალთ ხვალ სასამართლო პროცესზე და ადვოკატები დააყენებენ თავდებობის შუამდგომლობას. იმედი გვაქვს, გათვალისწინებული იქნება სასამართლოსთან მისული საზოგადოების, აქ ხელმომწერი ათასობით ადამიანის პოზიცია და სასამართლოს საბოლოო განაჩენამდე ბიჭები გათავისუფლდებიან. საბოლოოდ კი სიმართლე გაიმარჯვებს. როგორც აღმოჩნდა, ამ ქვეყანაში სასამართლო კი არ ასამართლებს, მედია ასამართლებს ადამიანებს. ვიდრე საბოლოო განაჩენი დადგება, მანამდე გამოცხადდნენ ეს ბიჭები დამნაშავეებად და მოძალადეებად. ჩვენ ამის წინააღმდეგი ვართ. ჩვენ გვინდა სახელმწიფოში ცხოვრება და არა იქ, სადაც გაასამართლებენ ადამიანებს ლინჩის წესით“, – განაცხადა მოძრაობა „აი იას“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ვატო შაქარაშვილმა.

ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულ სამივე პირს პატიმრობა შეეფარდა

გარწმუნებთ, დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს – ირაკლი ღარიბაშვილი ვახო სანაიას თავდასხმაზე

მოძრაობა „აი იას“ დამფუძნებელი, მომღერალი გია გაჩეჩილაძე (უცნობი) აცხადებს, რომ საქმეზე დაკავებული პირები აუცილებლად უნდა გათავისუფლდნენ. მისივე თქმით, მიზნის მისაღწევად ბოლომდე იბრძოლებენ.

„ეს ბიჭები უნდა გამოვიხსნათ აუცილებლად, რადგან ზეგ არის წითელი პარასკევი და მაზეგ – აღდგომა. სრულიად უდანაშაულო ადამიანები, მით უმეტეს ასეთი მსუბუქი მუხლებით არავინ არ ზის ციხეში ამდენი ხნის განმავლობაში. ამ ბიჭებმა რა დააშავეს, ძალიან მაინტერესებს. თუ ამის შემკვეთს კიდევ რაღაც ოდნავ დარჩენია გრძნობა, რომ არ გაწიროს ეს ბიჭები და თვითონაც შემოუერთდება ამ ჩვენს წამოწყებას, ძალიან კარგი იქნება, თუ არადა ჩვენ ამას ბოლომდე მაინც მივიყვანთ, ყველა შემთხვევაში. ვახო სანაიაა შემკვეთი. წარმოდგენა არა მაქვს, რას ერჩის ამ ბიჭებს, თუნდაც რომ მომხდარიყო, რასაც თვითონ იძახის, თუმცაღა ამაში ძალიან დიდი ეჭვი მეპარება. იქ არიან მოწმეები, იყვნენ ადამიანები, ვინც ამას შეესწრნენ და ისინი ამბობენ, რომ არაფერი იქ არ მომხდარა. ესენი არიან მაშველები. თუ გაინტერესებთ კლასიკური მედიაპატიმარი ვინ არის, აი, ეს ბიჭები არიან, მედია და პოლიტპატიმარი ერთად. როგორც საქმეში დევს, მოწმეები იძახიან, რომ იქ არაფერი მომხდარა. რომც მომხდარიყო ინციდენტი, ეს არის უმსუბუქესი დანაშაული, ამის გულისთვის ახლა თვეები უნდა იყვნენ? გავაკეთოთ ისე, რომ როგორც გინდა, მოგექცნენ შენ, ისე მოექეცი სხვასაც. დარწმუნებულები იყავით, თქვენ რომ შეგეხოთ მსგავსი სიტუაცია, იგივენაირად დაგიდგებით გვერდში, უბრალოდ უსამართლობას ვერ ვიტან. ადამიანები პირველ რიგში, უნდა ვიყოთ ადამიანები და შემდეგ უნდა ვიყოთ პოლიტიკოსები, მედიის წარმომადგენლები და ასე შემდეგ. არ შეიძლება ესე ცხოვრება, ამორალური ცხოვრებისკენ და ზნედაცემული ცხოვრებისკენ მივდივართ, ამას ვამკვიდრებთ“, – აცხადებს გია გაჩეჩილაძე.

“შეწყდეს აგრესიული რიტორიკა და სიძულვილის წახალისება მედიის წარმომადგენლების მიმართ” – მედიისა და სამოქალაქო სექტორის მანიფესტი მთავრობას

ვახო სანაიას მეუღლე: “დაუდასტურდა ტვინის შერყევა, ახლა დამატებით კვლევებზე გადაგვამისამართეს”

“მაგას სახეზე ცემის კვალი არ ეტყობოდა და რანაირად ცემეს” – დაკავებულის მამიდა

პოპულალურები