LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოძრაობა „სირცხვილია“ აცხადებს, რომ ბათუმში სუს-ის შენობასთან მათი აქტივისტი თამარ კურატიშვილი დააკავეს

90
თამარ კურატიშვილი

მოძრაობა „სირცხვილია“ აცხადებს, რომ ბათუმში სუს-ის შენობასთან მათი აქტივისტი თამარ კურატიშვილი დააკავეს. მათივე ცნობით, დაკავებამდე პოლიციის თანამშრომლებმა თაკოს ვიდეოგადაღების შეწყვეტა მოსთხოვეს, რაზეც მისგან უარი მიიღეს, საპასუხოდ კი პოლიციამ მისი დაკავება გადაწყვიტა.

„ამ წუთებში ბათუმში, სუს-ის შენობასთან მიმდინარე აქციაზე უკანონოდ დააკავეს „სირცხვილიას“ ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი თამარ კურატიშვილი.

დაკავებამდე პოლიციის თანამშრომლებმა თაკოს ვიდეოგადაღების შეწყვეტა მოსთხოვეს, რაზეც მისგან უარი მიიღეს. საპასუხოდ პოლიციამ მისი დაკავება გადაწყვიტა.

სუს-ის დავალებით პოლიცია აკავებს ყველა იმ პირს, ვინც პროტესტში აქტიურად მონაწილეობს“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები