LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მოექეცით ცოლს ისე, როგორც გინდათ, რომ თქვენს ქალიშვილს მომავალი მეუღლე მოექცეს” – რჩევები მამებს

719
Father-and-Daughter-Hugging

მამის როლი ქალიშვილის აღზრდაში რომ განსაკუთრებულია, ეს უდაოა. მაგრამ, საწუხაროდ, დღესდღეობით მამები იმ დოზით არ არიან ჩართული ქალიშვილის აღზრდაში, როგორც საჭიროა. ძირითადად, დედები იღებენ ხოლმე ამ ვალდებულებას. მაგრამ არიან მამებიც, რომლებიც თავიდანვე იაზრებენ მათი როლის მნიშვნელობას და სწორადაც იქცევიან.

არაერთი კვლევით დასტურდება, რომ გოგონები, რომლებიც მამის მზრუნველობის ქვეშ იზრდებიან უფრო თავდაჯერებულები და წარმატებულები არიან. ამასთან, უფრო მეტად აქვთ განვითარებული უნარი მარტივად გაუმკლავდნენ სტრესულ სიტუაციებს და ნაკლებად აწუხებთ დეპრესია და შფოთვა.

ამასთან, მამასთან ურთიერთობა ახდენს უზარმაზარ გავლენას ქალიშვილის განვითარებზე, განსაზღვრავს მის მომავალს და არჩევანს ცხოვრების თანამგზავრის ძიებისას.

 

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რაც ქალიშვილთან ურთიერთობისას გამოგადგებათ:

აქტიურად ჩაერთეთ მის ცხოვრებაში

გაატარეთ შვილთან ერთად დრო, ისეირნეთ, ეთამაშეთ, მოუსმინეთ. იცოდეთ, რომ ეს პერიოდი აღარ დაბრუნდება. მიეჯაჭვეთ ბავშვს და დისციპლინა ამ მჭიდრო ურთიერთობის ბუნებრივი შედეგი იქნება.

შედეგად თქვენი ქალიშვილი თავს უფრო დაცულად იგრძნობს.

ეცადეთ შვილის ნდომა მოიპოვოთ, რათა იმისთვის კი არ მოგისმინოთ, რომ მამა ხართ, ანუ ავტორიტეტი ხართ, იმისთვის, რომ გენდობათ და თქვენი აზრიც აინტერესებს.

იყავით მისაბაძი – სამაგალითო მეუღლე, რათა თქვენი ქალიშვილისთვის მისაბაძ ადამიანად იქცეთ. გოგონა მომავალში აუცილებლად გაავლებს პარალელს თავის პარტნიორსა და თქვენ შორის. ამიტომ მოექეცით თქვენს მეუღლეს ისე, როგორც გინდათ, რომ თქვენს ქალიშვილს მომავალი მეუღლე მოექცეს.

არ დაიშუროთ კომპლიმენტები ქალიშვილის მიმართ და ხშირად გამოხატეთ აღფრთოვანება, გაანებივრეთ პატარა ყურადღებით და სანატრელი საჩუქრებით.

მნიშვნელოვანია, რომ მამამ შვილის სულიერ და ფიზიკურ სილამაზეს ხაზი გაუსვას.

ესაუბრეთ კარგზე და მის კარგ თვისებებზე გააკეთეთ აქცენტი, შედეგად წინ წამოიწევს უფრო მეტი პოზიტივი.

ნებისმიერ ასაკში მიიღეთ პიროვნებად, პატივი ეცით მის გადაწყვეტილებასა და არჩევანს.

ჩაერთეთ გოგონას ცხოვრებაში, მოუმზადეთ საჭმელი, დავარცხვეთ თმა, ერთად იშოპინგეთ. გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ მისთვის მამაკაცის ეტალონი!

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები