LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოერიდეთ ნებისმიერ უცხო საერთაშორისო ნომერზე გადარეკვას, რათა არ დაზარალდეთ – „მაგთიკომი“

183
BeFunky-collage (4)

„მაგთიკომი“ მომხმარებლებს აფრთხილებს. როგორც კომპანიის ფეისბუქგვერდზეა აღნიშნული, „მაგთიკომის“ აბონენტებთან დილიდან დაფიქსირდა გამოტოვებული ზარები საერთაშორისო ნომრებიდან, რომელთა საწყისი კოდებია: 338, 3246, 3490, 3705, 3712, 4367.

„ნომრები საერთაშორისოა და გადარეკვის შემთხვევაში, აბონენტს ჩამოეჭრებოდა ზარის საფასური.

აღნიშნული მიმართულებები უკვე დაბლოკილია, თუმცა სამომავლოდ გირჩევთ, თუ უცხოეთიდან ზარს არ ელოდებით, მოერიდოთ ნებისმიერ უცხო საერთაშორისო ნომერზე გადარეკვას, რათა არ დაზარალდეთ“, – აცხადებენ მაგთიკომში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები