LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მოგებულით ვალებს გავისტუმრებ და გაჭირვებულებს დავეხმარები” – ამბროლაურის მერი

796
daviti

ამბროლაურის მერის პირველი განმარტებები “პორშეს” მოგების შემდეგ –  დავით მხეიძე ამბობს, რომ მისი სახელით ექაუნთი ძმიშვილებმა შექმნეს. სწორედ ამით ხსნის, ამბროლაური მერი იმ ფაქტს, რომ გათამაშების 48 ბილეთი ჰქონდა.

“რეგიონულ კვირასთან” დავით მხეიძემ ისიც აღიარა, რომ ფეხბურთის დიდი მოყვარულია და ცოტა ხნის წინ ორი 5 ლარიანი ბილეთიც დადო, ისიც ფეხბურთის სიყვარულით. 

“2-3 წლის წინ ჩემმა ძმისშვილმა ბიჭებმა ჩემი სახელით შექმნეს გვერდი ლიდერბეთზე, რა თქმა უნდა, ისინი მართვავდნენ ამ გვერდს და 48 ბილეთი მოუგროვდათ.  

ამბროლაურის მერმა გათამაშებაში "პორშე" მოიგო (ვიდეო)

ამბროლაურის მერს გათამაშების 48 ბილეთი ჰქონდა

მინდა გამოგიტყდეთ, რომ ფეხბურთის დიდი ფანი და მოყვარული ვარ, მაგრამ სამსახურეობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, არც მცალია მანდ სათამაშოდ, არც აზარტული მოთამაშე ვარ და არც დამოკიდებული თამაშებზე.

ორი 5-ლარიანი ბილეთი დავდე ამას წინ საღამოს, როცა სახლში ვისვენებდი, ისე, ფეხბურთის სიყვარულის ხათრით, ჰოდა, ღმერთის საჩუქრად ვთვლი ამ ყველაფერს, რადგან მე ეს მარტო ჩემთვის არ მომიგია.

შეგიძლიათ, ნახოთ ჩემი დეკლარაცია, რა მაქვს და რა გამაჩნია, მე საკუთარი მანქანაც კი არ მყავს, მაქვს კრედიტები. მოგებულით პირველ რიგში ვალებს გავისტუმრებ, ჩემს ირგვლივ რამდენიმე გაჭირვებულსაც მივეხმარები და შეძლებისდაგვარად, ვისაც გავწვდები ხელს გავუმართავ”, – განაცხადა დავით მხეიძემ.

შეგახსენებთ, “ლიდერბეთის” გათამაშებაში ამბროლაურის მერმა 2019 წლის წითელი “პორშე კაიმანი” მოიგო. მან წამყვანებს სატელეფონო ჩართვის დროს უთხრა, რომ 48 ბილეთი ჰქონდა.

მოგვიანებით, მერის ქალიშვილმა, მარიამ მხეიძემ მამას გამარჯვება სოციალურ ქსელში მიულოცა და გათამაშების ვიდეოც გამოაქვეყნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები