LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოღალატე! რუსეთის მონა! –  აქცია პრეზიდენტის რეზიდენციასთან

194
6

რუსეთის მონა! საქართველოს მოღალატე! – ამ ლოზუნგებით რამდენიმე ოპოზიციური პარტიის გაერთიანების „ძალა ერთობაშიას“ ლიდერებმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლესთან აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეებმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გუშინ გაკეთებული განცხადება გააპროტესტეს, სადაც პრეზიდენტი რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებდა, არ აჰყვეს ესკალაციას.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადება არის საქართველოს შეურაცხყოფა.

„სალომე ზურაბიშვილი არის „ქართული ოცნების“ პრეზიდენტი და არა ქართველი ხალხის პრეზიდენტი. ის დანიშნა ბიძინა ივანიშვილმა, ის არ აურჩევია საქართვლოს მოსახლეობას. სწორედ ამიტომ ბედავს იგი ასეთი კაპიტულანტური მიმართვები აკეთოს რუსეთის პრეზიდენტის მიმართ. – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

აქციაზე იმყოფწებოდა „კანონი და სამართალის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის განცხადების შემდეგ, თავმოყვარე ქვეყანა დღეს ათონელის რეზიდენციასთან იდგებოდა.

„უკვე დაბნეულები ვართ, პრაქტიკულად საქართველოს სახელმწიფოს ვკარგავთ. როგორი შეურაცხყოფაც სალომე ზურაბიშვილმა მიაყენა ქართულ სახელმწიფოს, ვერ წარმომიდგენია, ეს ქალბატონი დარჩეს თავის ადგილზე. თავმოყვარე ქვეყანა რომ იყოს საქართველო, აი აქ უნდა იდგეს დღეს. ეს არის ძალიან სპონტანურად გაკეთებული აქცია.

ორი დღეა გაბუნიას ვნატრობ სტუდიაში. რა თქმა უნდა, საფლავის ხსენება არ მომეწონა, თორე სხვა შემთხვევაში, ვნატრობ გაბუნიას სტუდიაში სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაშიც და პუტინთან მიმართებაშიც“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები