LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოგიწოდებთ თავი შეიკავოთ ბილეთის შეძენისგან“ – საქართველომ ფრენებზე დაშვება ისევ გადაავადა

148
flying-airplane1

ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, საქართველომ რეგულარულ ფრენებზე დაშვება უკვე მესამედ გადაავადა.  სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ შესაბამისი NOTAM-ი უკვე გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც ირკვევა, რომ რეგულარულ ფრენებზე დაშვება მოხდება არა 11 მაისიდან, არამედ 23 მაისიდან.

„გაცნობებთ, რომ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა და მოქმედებს 2020 წლის 22 მაისის ჩათვლით (22.05.20). აღნიშნულის შესახებ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკვე აცნობა ავიაკომპანიებს, რომლებიც რეგულარულ რეისებს ახორციელებდნენ საქართველოს მიმართულებით.

რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნება მსოფლიოში და საქართველოში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ჯანდაცვის უწყებების რეკომენდაციების გათვალისწინებით. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოქალაქეებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ამა თუ იმ მიმართულებით ბილეთების შეძენისაგან, სანამ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თარიღის შესახებ ცნობილი არ გახდება ოფიციალური წყაროების მეშვეობით“, – აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები