მოგლეჯილია ხეები, დაზიანებული ელექტროსადენები და ავტომობილები – უამინდობამ თბილისში პრობლემები შექმნა. როგორც „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ქარმა რამდენიმე სახლს სახურავიც გადახადა.

ამ დროისათვის, თბილისიდან და რუსთავიდან 230 შეტყობინება ფიქსირდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, ძლიერი ქარი მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.

ცნობისთვის, საქართველოში ამინდი უარესდება. დღეს და ხვალ საქართველოში სინოპტიკოსები არამდგრად ამინდს წვიმას ელჭექით პროგნოზირებენ. ასევე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება და დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

შესაძლებელია სეტყვა, ხოლო ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. 22 სექტემბერს ღამის საათებში მაღალმთიან რაიონებში ზოგან თოვლჭყაპია ნავარაუდევი.

უამინდობამ დედაქალაქში უკვე შექმნა პრობლემები.თბილისსა და რუსთავში ძლიერი ქარის შედეგად რამდენიმე ხე წაიქცა.

როგორც ფორტუნას საგანგებო სიტუაციების მართვს საგანეტოში განუცხადეს, დოლიძის ქუჩაზე ხეების წაქცევის შედეგად ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

დოლიძის ქუჩაზე 2 კაცს ხე დაეცა – რა პრობლემები შექმნა ძლიერმა ქარმა დედაქალაქში

მსგავსი თემები