LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოგვეცა შანსი ბევრი დრო გავატაროთ ჩვენს შვილებთან და ეს ბედნიერებაა“ – მედეა ზირაქაშვალი იზოლაციის პოზიტიურ მხარეებზე გადაცემაში ,,სტუმრად ექიმთან”

4331
medea doctor news4aprl

როგორ გავახალისოთ ბავშვები პანდემიის დროს, როდესაც მათ სახლში უწევთ ყოფნას – ამ კითხვას რადიო „ფორტუნას“ ეთერში, გადაცემაში ,,სტუმრად ექიმთან” ბავშვთა ფსიქიატრმა, ნევროლოგმა მედეა ზირაქაშვილმა უპასუხა.

„დღეს მსოფლიოს არ უდგას მარტივი პერიოდი და საქართველო ვერ იქნება ამ მხრივ გამონაკლისი. ჩვენი საზოგადოება ყოველდღიურად ძალიან სერიოზულ ნეგატიურ ინფორმაციას ისმენს კორონავირუსთან დაკავშირებით, რაც სხვადასხვა სიმძიმით აისახება მათ მენტალურ ჯანმრთელობაზე.

შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ბავშვების ყოფა, რომლებსაც გაცილებით ნაკლები რესურსი აქვთ ამ ინფორმაციის სწორად გაგებაში, აღქმასა და გადამუშავებაში. შესაბამისად, ასეთ შემთხვევებში ძალიან დიდი როლი ეკისრებათ მშობლებს, რომლებმაც ადეკვატურად უნდა მართონ შინგამოკეტილი შვილების ყოფა.

რა რეკომენდაციები შეგვიძლია მივცეთ ჩვენ მშობლებს:

პირველი, ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვების გამხნევება, რადგან ბავშვები თვალებში გვიყურებენ. მათთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმის შეგრძნებას, რომ მშობელს ყველა ბერკეტი აქვს პრობლემის სამართავად. მშობლები სულ გვეკითხებიან, როგორ მოვატყუოთ, ჩვენ ხომ არ ვიცით დაემართებათ თუ არა  ჩვენს შვილებს კორონავირუსი. არა, ჩვენ ნამვილად არ ვატყუებთ, რადგან უკვე ვიცით, რომ ბავშვებთან შემთხვევები იშვიათია და ძალიან მსუბუქად მიმდინარეობს. ამიტომ გამხევება ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ეს ზრდასრულ ადამიანებს სჭირდებათ, ბევრად უფრო მეტად ესაჭიროებათ მცირე ასაკის ბავშვებს. ინფორმაცია კორონავირუსთან დაკავშირებით ბავშვებს უნდა მივაწოდოთ ასაკის შესაბამისად. ვიცით, რას ნიშნავს მათთვის კორონავირუსი? დავუსვათ შეკითხვა, რას ფიქრობენ ამ თემაზე. ძალიან ბევრ საიტზე თქვენ შეხვდებით გაფორმებულ ნახატებს, მაგალითად მენტალური ჯანმრთელობის საიტზე დევს ფოტო, კორონავირუსი ნახატის სახით წარმოდგენილი, ის საკუთარ თავზე უყვება ბავშვებს.

აუცილებელია პარალელურად დავიწყოთ ზრუნვა პრევენციული ღონისძიებების მიწოდებასთან დაკავშირებით. ჩვენ ბავშვებს ვეუბებით, რომ ხელები უნდა დაიბანონ ხშირად,  ხელები პირში არ ჩაიდონ, სახესთან არ მიიტანონ, მათ უნდა იცოდნენ, რატომ უნდა გააკეთონ ეს. თუ ბავშვს ავუხსნით, რომ ვირუსი გადადის ხელიდან ხელზე, მას უკვე ეცოდინება, რომ  ხელის დაბანის შემთხვევაში, ეს ვირუსი მასთან არ მივა. გვიკითხავს ჩვენი შვილებისთვის, რას გრძნობენ, როდესაც ჩვენ კორონავირუსზე ვსაუბრობთ? თუ ბავშვებს დავეკითხებით, რას გრძობენ ისინი, ბევრად მარტივი იქნება ყველაფრი.

ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ ემოციების გაფილტვრაში. თუ მას ეცოდინება, რომ ჩვენ მისი პრობლემის მართვა შეგვიძლია, ეს ძალიან დაეხმარება შფოთვის შემცირებაში. ანუ რომ შევაჯამოთ, გამხნევება მოიცავს ინფორმირებულობას, ემოციების მართვას, პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით ინფორმაციიის მიწოდებას“.

მედეა ზირაქაშვილი გვირჩევს, პრობლემა პოზიტიური კუთხითაც დავინახოთ. „მოგვეცა შანსი ბევრი დრო გავატაროთ ჩვენს შვილებთან და ეს ბედნიერებაა” – დასძენს ნევროლოგი.

სრულად პოდკასტი მოისმინეთ აქ:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები