LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოგვეცით ქორწინების უფლება“ – იტალიელმა პატარძლებმა საპროტესტო აქცია მოაწყეს  

118
girlswantwedding

კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვებით შეწუხებულმა იტალიელმა ქალბატონებმა, საქორწინო კაბები ჩაიცვეს და ტრევის შადრევანთან აქცია გამართეს.

15 მარტოხელა ქალი შესაბამისი პლაკატებით შეიარაღდა და ფლეშმობი მოაწყო. „ქორწილი შეზღუდვების გარეშე“, „გახსენით ტაძრის კარი ქორწილისთვის“, „თქვენ ჩვენი ქორწინება დაანგრიეთ“ – ბრაზობდნენ პატარძლები.

მომავალ დედოფლებს საქორწინო ცერემონიების აკრძალვის გაუქმება სურთ.

საქმე ისაა, რომ COVID-19-ის გამო ასობით ქორწილი თუ ჯვრისწერა გადაიდო. წყვილებს ერთადერთი გამოსავალი, ცერემონიის სტუმრების გარეშე ჩატარება შესთავაზეს, რაც ხმაურისა და გართობის მოყვარული იტალიელებისთვის მისაღები ნამდვილად არ იყო.

თუმცა, გართობის სურვილი არ არის ერთადერთი მიზეზი იმის, თუ რატომ ითხოვენ პატარძლები გათხოვების უფლებას. ბევრმა მათგანმა ღონისძიების გაუქმების გამო საკმაოდ სოლიდური თანხა დაკარგა, რადგან რესტორანთან თუ ორგანიზატორებთან შეთანხმება ვერ შეძლო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები