LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოგზაურობა, ფლირტი, თუ ორივე ერთად – სად ეგულებათ ქალბატონებს ყველაზე სიმპატიური მამაკაცები

200
pexels-photo-1051075

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არაერთი გამოკითხვა ტარდება იმის გამოსავლენად, თუ რომელი ქვეყნის წარმომადგენელი მამაკაცები არიან უფრო მომხიბვლელი.  რა თქმა უნდა შედეგებში სხვაობა ყოველთვის არის, თუმცა საერთო მაინც გამოიკვეთა. სხვადასხვა გამოკითხვების შედეგების შეჯერებით წარმოგიდგენთ ქვეყნებს, სადაც ქალბატონების უმრავლესობა თანხმდება, რომ მამაკაცების უმეტესობა ძალიან სიმპატიური და მიმზიდველია.

ასე რომ, თუკი ფლირტი, თავგადასავლები და ამის შემოწმება მოგინდებათ შემდეგ ქვეყნებს უნდა ეწვიოთ: იტალია,ბრიტანეთი,სამხრეთ აფრიკა,ესპანეთი და საფრანგეთი. დიახ, სწორედ ასე გამოიყურება, იმ ქვეყნების ხუთეული, სადაც ყველაზე სიმპატიური მამაკაცები ცხოვრობენ.

იტალია ამ სიაში უბრალოდ როდი იკავებს პირველ პოზიციას. იტალიელი მამაკაცები რეიტინგის სათავეში ათლეტური აღნაგობის, გლუვი შავგვრემანი კანისა და ღია ფერის თვალების გამო მოხვდნენ. ასევე ქალები ხშირად უსვანმენ ხაზს მათ მოვლილ და მოწესრიგებულ გარეგნობას.

ბრიტანელი მამაკაცები მსოფლიოს ყველაზე მომხიბვლელი მამაკაცების რეიტინგში გასაკვირი არაა,რომ  მეორე ადგილზე იმყოფებიან. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელმაც მათ ეს შედეგი მოუტანა განსაკუთრებული ბუნება და  ქარიზმატული ხასიათია. მათ გამოკითხული ქალბატონები ახასიათებენ,როგორც   კონცენტრირებულ არსებებად, რომელთაც შეუძლიათ  სრულყოფილი ინგლისურით, თავაზიანი და მოხდენილი დამოკიდებულებითა და სამეფო კულტურის გავლენით მოაჯადოონ ქალბატონები.

რეიტინგის მესამე პოზიციას, კი სამხრეთ აფრიკა იკავებს. ძლიერი მამაკაცური აგებულება, თამამი დამოკიდებულება და მუქი  კანის ფერი მათ მსოფლიოს უამრავი ქალის ყურადღების ცენტრში აქცევს. საინტერსოა ის ფაქტიც,რომ ეს მათ კარგად იციან და კარგადაც იფერებენ,ამიტომაც თავდაჯერებულობა კიდევ უფრო პოპულარულს ხდის სამხეთ აფრიკელ მამაკაცებს ქალბატონებს შორის.

არავის გაუკვირდება ის ფაქტი, რომ ამ ხუთეულში ესპანელი მაჩოებიც მოხვდნენ.  ესპანეთში, სადაც ზღვა, ქვიშა და მზე უხვადაა, გარუჯულ და რომანტიულ მამაკაცებს შეუძლიათ ერთი შეხედვით მოხიბლონ  ქალები ქარიზმითა და სექსუალური გარეგნობით. იმისაც, თუ  გათვალისწინებით, რომ რომანტიკულობასთან ერთად, ისინი გართობის, ცეკვისა და სიმღერის მოყვარულები არიან, კიდვ უფრო მეტი შანსია უამრავი ქალბატონის ყურადების ცენტრში მოხვდნენ.

ხუთეულს, კი შარმიანი ფრანგი მამაკაცები აგვირგვინებენ. მათი თავაზიანობა, ღია ფერის გარეგნმობა,  და ფრანგული ენა,რომელიც კიდევ უფრო რომანტიულს ხდის მათ,  ქალებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ.  გამოკითხულთა დიდმა ნაწილმა მათ მსოფლიოს ყველაზე მომხიბვლელი მამაკაცების ხუთეულშიც მიუჩინა ადგილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები