LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოგზაურობა Game of Thrones-ის სამყაროში -ტურისტული კომპანიების ახალი შეთავაზება

266
dubrovnik_-_old_town-68226

მსოფლიოში ცნობილი და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალი Game of Thrones დასრულდა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ტელესერიალის ერთგული მაყურებლისთვის 7 სამეფოს სამყაროში მოგზაურობა დასრულდა.

როგორც usatoday.com წერს, უცხოურმა ტურისტულმა კომპანიებმა მსურველებისთვის ახალი ტურისტული პაკეტები შეიმუშავეს, რომელიც სწორედ Game of Thrones-ის მაყურებელზეა მორგებული. უფრო კონკრეტულად, GOT-ის ფანები იმ ადგილების მონახულებას შეძლებენ, სადაც ცნობილი სერიალის გადაღებები მიმდინარეობდა.

როგორც გამოცემა იუწყება, სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობისას, თავს ისე იგრძნობთ, თითქოს თქვენს საყვარელ სერიალში იმყოფებით. გადაღებების ლოკაციებზე ყველაფერი ისეა შენარჩუნებული, როგორც სერიალის ყურებისას ეკრანებზე იხილეთ.

აღსანიშნავია, რომ სერიალში ერთ-ერთი მთავარი ადგილი ხორვატიის ქალაქი დუბროვნიკია, სადაც Game of Thrones-ის მნიშვნელოვანი ეპიზოდებია გადაღებული. ეს ის ქალაქია, რომელსაც ბოლო სეზონში დეინერის ტარგარიენი დრაკონებით გადაწვავს.

https://www.youtube.com/watch?v=C2IjaZRTR1U

რაც შეეხება სხვა მნიშვნელოვან ადგილებს, სადაც სერიალის გადაღება მიმდინარეობდა, ესენია: ისლანდია, ჩრდილოეთ ირლანდია, მალტა, ესპანეთი და მაროკო. ბუნებრივია, ტურისტული კომპანიები სერიალის მაყურებლებს ტურისტულ პაკეტებს ამ ქვეყნებშიც სთავაზობენ.

შეგახსენებთ, ყველასთვის საყვარელი ამერიკული სერიალი Game of Thrones სატელევიზიო არხების ქსელის HBO-ს მიერაა შექმნილი. სერიალის პირველი სეზონი ეთერში 2011 წელს გამოვიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები