LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოიძებნება შეხების წერტილები, რომელიც ენერგოდამოუკიდებლობას და ეკოლოგიურ საკითხებს არ დააზიანებს – მათიკაშვილი ნამახვაჰესზე

67
მათიკაშვილი-0

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით პრობლემის სწორ, სამართლიან მოგვარებას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

მათიკაშვილი დარწმუნებულია, რომ “აუცილებლად მოიძებნება შეხების წერტილები, რომელიც ორ მნიშვნელოვან ღირებულებას – ენერგოდამოუკიდებლობას და ეკოლოგიურ საკითხებს არ დააზიანებს”.

„იმდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ენერგოდამოუკიდებლობა, ამავდროულად, იმდენად მნიშვნელოვანია, ეკოლოგიური საკითხების სათანადოდ მოგვარება და პრობლემის პრევენცია, რომ დარწმუნებული ვარ, ამ საკმაოდ რთულ საკითხში სახელმწიფოც და პროტესტანტებიც და მოსახლეობაც აუცილებლად გამონახავს გზას, რომ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა კიდევ უფრო გამყარდეს და ამავდროულად, მაქსიმალურად იყოს ყველა პირობა დაცული, რაც ეკოლოგიის უსაფრთხოებას ეხება.

მე ღრმად ვარ დარწმუნებული, ყველა საქმე, რომელიც ამ თემას ეხება, ტყუილ-უბრალოდ აღძრული არ არის. სახელმწიფო „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით პრობლემის სწორ, სამართლიან მოგვარებას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში აუცილებლად მოიძებნება ის შეხების წერტილები, რომელიც ამ 2 მნიშვნელოვან ღირებულებას – ენერგოდამოუკიდებლობას და ეკოლოგიურ საკითხებს არ დააზიანებს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები