LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოიპოვეთ ჩვენთან ერთად თავისუფლება! – გვარამიამ "მთავარი არხის" ლოგო გამოაქვეყნა

1356
BeFunky-collage (10)

რუსთავი ორის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ “მთავარი არხის” ლოგო გამოაქვეყნა.

“მთავარი არხი – მოიპოვეთ ჩვენთან ერთად თავისუფლება!

ps ლოგოს ავტორი Giorgi Gabunia

update: მოიხსნა წარწერა” – წერს გვარამია

ახალი ტელევიზია სახელწოდებით, “მთავარი არხი” რეესტრში 17 აგვისტოს დაარეგისტრირეს. როგორც ნიკა გვარამიამ თქვა, არხის საკონტროლო პაკეტის მფლობელი და გენერალური დირექტორი თავად იქნება.

„14 წლიანი ისტორიის დასასრული“ - ვინ ტოვებს რუსთავი 2-ს

სია არ არის სრული და ის პერიოდულად განახლდება

დღესვე რუსთავი 2 დატოვა კურიერის მთელმა გუნდმა. მას შემდეგ, რაც გუშინ, წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა არხის დატოვების შესახებ პირდაპირ ეთერში განაცხადეს, კურიერი ეთერში აღარ გასულა.

„ჩვენ წავედით…რუსთავი 2, რუსთავი 2 დან წავიდა”

ჟურნალისტებმა რუსთავი 2 მას შემდეგ დატოვეს, რაც რამდენიმე მათგანი არხის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ “ინტერესთან კონფლიქტის” მოტივით გაათავისუფლა.

კერძოდ: თავდაპირველად რუსთავი 2-დან გაუშვეს გიორგი გაბუნია, ნოდარ მელაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი და  ეკა კვესიტაძე.

გვარამიამ განაცხადა, რომ მზად არის ისინი მთავარ არხზე დაასაქმოს და ორშაბათიდან ხელშეკრულებების გაფორმებას იწყებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები