LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოხარული ვარ მელიას გათავისუფლებით, ველი რომ ყველა პარტია შევა პარლამენტში: ჯიმ რიში

77
Untitled design

“მოხარული ვარ ნიკა მელიას გათავისუფლებით. ველოდები, რომ იმ პოლიტიკოსებს, რომლებსაც დოკუმენტზე ხელი არ ჯერ არ მოუწერიათ, შეუერთდებიან შეთანხმებას და პარლამენტში საკუთარ ადგილებს დაიკავებენ.” – ამის შესახებ განცხადებას აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წამყვანი წევრი, ჯიმ რიში ავრცელებს.

რიში აღნიშნავს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის გათავისუფლება, შარლ მშელის მიერ შეთავაზებული დოკუმენტიდან ერთ-ერთი მთავარი დაპირებაა, შეთანხმების მიზანი კი ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაა:

“გამხნევებული ვარ, როდესაც ვხედავ, რომ ნიკა მელია, პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ციხიდან გაათავისუფლეს. მისი გათავისუფლება ასრულებს 2021 წლის აპრილის ხელშეკრულებაში მოცემულ ერთ-ერთ მთავარ დაპირებას, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყნის 18-თვიანი პოლიტიკური კრიზისის დასრულებას.

ახლა, როდესაც ბატონი მელია გაათავისუფლეს, ველოდები იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც გასულ თვეში შეტანხმებაზე ხელი არ მოუწერიათ, ველოდები შეასრულონ დანაპირები, გააფორმონ ხელშეკრულება, დაიკავონ თავიანთი ადგილები საქართველოს პარლამენტში და იმუშაონ სხვა ხელმომწერებთან ერთად, იმისათვის, რომ საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში ეს უსიამოვნო ფურცელი დაიხუროს.” – წერია სენატორ ჯიმ რიშის განცხადებაში.