LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ საქართველოშია

38
Untitled design (1)

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ საქართველოში იმყოფება. პრეზიდენტის თვითმფრინავი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა.

მაია სანდუს აეროპორტში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დახვდა.

ცნობილია, რომ მაია სანდუ ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვა. კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი თემაა – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის “ასოცირებული ტრიოს” ფარგლებში შეთანხმება.

როგორც ცნობილია, მოლდოვის პრეზიდენტი საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან ერთობლივ შეხვედრაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები