LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოლოდინებზე ლაპარაკი ნაადრევია. ევროკავშირშიც არ იციან რა მოხდება – საკითხი უკრაინის ფრონტის ხაზზე წყდება: გია ხუხაშვილი

87
გია ხუხაშვილი

„მოლოდინებზე ლაპარაკი ნაადრევია. ევროკავშირშიც არ იციან რა მოხდება – საკითხი უკრაინის ფრონტის ხაზზე წყდება და გადაწყვეტილებაც იმ ვითარების გათვალისწინებით მოხდება, თუ რა მდგომარეობა იქნება უკრაინაში“, – ამის შესახებ განცხადება „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა გააკეთა.

მისი განმარტებით, ქვეყანაში არსებული შიდა პოლიტიკური დაპირისპირება ევროკავშირის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენს, რადგან ისინი გადაწყვეტილებას საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებენ.

თავდასხმის ნაცვლად „ქართულმა ოცნებამ“ კონკრეტული ზომები უნდა გაატაროს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს – ოპოზიციის პასუხი კობახიძეს

ხუხაშვილის თქმით, ყველამ კარგად იცის, რომ საქართველო არ იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, ეს მმართველ გუნდშიც კარგად იციან და სწორედ ამიტომ იგეგმებოდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით განაცხადის 2024 წელს წარდგენა.

კობახიძე – რადიკალური ოპოზიციის გეგმით: ივნისის ბოლოს საქართველომ არ უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რასაც მოჰყვება მღელვარება, ხელისუფლების გადატრიალება და ომში ჩართვა

ხუხაშვილის განმარტებით, საქართველო არ აკმაყოფილებს არანაირ კრიტერიუმს. მას მაგალითად მოჰყავს, მმართველი გუნდის მხრიდან შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირება და ამბობს, რომ ქართულმა ოცნებამ ყველაფერი გააკეთა, რათა მეტი დისტანცირება მოგვეხდინა ევროპული ვექტორისგან.

ვოლსკი: გულდასაწყვეტია.. ოპონენტები პოლიტიკურ დამარცხებად განიხილავენ, თუ ევროკავშირი თავის გადაწყვეტილებაში პოზიტიური იქნება

„პოლიტიკური მანევრირება და პოლემიკა ტრადიციული სცენარით მიდის. არის ბუნდოვანება ევროკავშირის მიერ საქართველოსათვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება-არმინიჭებასთან დაკავშირებით და მხარეები ამზადებენ ნიადაგს, რომ კანდიდატის სტატუსის მონიჭების შემთხვევაში ეს „გაასაღონ“ საკუთარ წარმატებად და თუ სტატუსი არ მოგვცეს, გადააბრალონ მეორე მხარეს. 

შესაბამისი არგუმენტებით ოპერირებენ, რაც დამახასიათებელი ქართული პოლიტიკისთვის, რომელსაც ხელისუფლება შემდგომ ფუთავს ამას, როგორც შეთქმულების თეორიას და რაღაც აპოკალიფსურ სურათს ხატავს, რომ მაქსიმალური მობილიზება მოახდინოს თავისი რიგები. ტექნოლოგია არ იცვლება და ჩვენი პოლიტიკური ელიტა ასეთ მნიშვნელოვან თემასაც კი შიდა პოლემიკის საგნად ხდის.

ქვეყანაში არსებული შიდა პოლიტიკური ვითარება, ევროკავშირის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენს, რადგან ისინი გადაწყვეტილებას საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებენ. არის მოცემულობა, რომ ევროკავშირს არ უნდა თავის პარტნიორებს ხელი ჰკრას.

ევროკავშირის კანდიდატის წევრის სტატუსს არ ვიმსახურებთ. ეს ყველამ ვიცით და განაცხადის შეტანაც 2024 წელს იგეგმებოდა, მაგრამ დიდი გეოპოლიტიკური დაპირისპირების ფონზე გაიხსნა შესაძლებლობების სარკმელი. ევროკავშირი გადაწყვეტილებას მიიღებს არა იმის მიხედვით, თუ აქ ვინ რას იტყვის, ისინი გადაწყვეტილებას მიიღებენ მოცემულობიდან გამომდინარე. მათ მშვენივრად იციან, რომ საქართველო არ აკმაყოფილებს არანაირ კრიტერიუმებს. ძალიან ბევრი ვალდებულება, რაც ავიღეთ, არ შესრულდა, შარლ მიშელის დოკუმენტი „გადაახიეს“ თავზე. ფაქტობრივად, ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ჩვენ მეტი დისტანცირება მოგვეხდინა ამ ვექტორისკენ. 

მოლოდინებზე ლაპარაკი ნაადრევია. თვითონ ევროკავშირშიც კი ჯერ არ იციან რა მოხდება. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოხდება 23 ივნისამდე უკრაინაში. ეს საკითხი უკრაინის ფრონტის ხაზზე წყდება და გადაწყვეტილებაც სწორედ იმ ვითარების გათვალისწინებით მოხდება, თუ რა მდგომარეობა იქნება უკრაინაში. 

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სირთულეები გაჩნდა და ისეთი განწყობა აღარ არის ევროკავშირში, რაც აქამდე იყო. მეტი სიფრთხილით უდგებიან საკითხებს.

უნდა გვესმოდეს, რომ ვიღაც ინტერესების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებებს, მაგრამ არსებობენ ქვეყნები, რომლებიც წინასწარ ამბობენ, რომ საქართველოს მიმართ მათ აქვთ ნეგატიური დამოკიდებულება.

თუ სამი ქვეყნიდან კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არცერთს არ მისცეს, მაშინ ხელისუფლებას „ფეხებზე ჰკიდია“. ხელისუფლების პრობლემა დადგება მაშინ, თუ დანარჩენ ორს მისცეს და ჩვენ არ მოგვცეს. ეს უკვე ძალიან სერიოზულ პრობლემად შეიძლება აღვიქვათ“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.