LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომაგონდა ჩემს ბავშვობაში ბრეჟნევის დროს ჩატარებული ყრილობა და უხერხულია: თაკო ჩარკვიანი

105
თაკო-ჩარკვიანი

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა უმრავლესობის წევრებს მიმართა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს, რომ ქვეყანაში პროკურატურა თავისუფალი იყოს, რადგან ჩარკვიანის განცხადებით, ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ, ხელისუფლებას დახვდეს რეფორმირებული სასამართლო სისტემა.

“ამ სტაგნაციით ათი წელი თუ დარჩით, რასაც თქვენ სტაბილურობასა და მოძრაობას ეძახით, საქართველო დაიღუპება.

მომაგონდა ჩემს ბავშვობაში ბრეჟნევის დროს ჩატარებული ყრილობა და უხერხულია. მართლა შევიკრიბოთ საქმისთვის, გამოვასწოროთ ქვეყანა.

იზრუნეთ, რომ თავისუფალი პროკურატურა იყოს. თქვენ რომ წახვალთ და ოპოზიციაში იქნებით, დაგხვდეთ რეფორმირებული. ახლა კარგს გეუბნებით, ცუდს კი არა, კარგს, რომ დაგხვდეთ თავისუფალი სასამართლო სისტემა, თორემ რევანში არ დასრულდება საქართველოში“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები