LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამწუხაროდ ასეთი მაღალი ციფრები 2-3 კვირა კიდევ იქნება – პაატა იმნაძე

159
i5cXPre

“სამწუხაროდ, ასეთი მაღალი ციფრები 2-3 კვირა კიდევ იქნება, რაც ჩვენი ჯანდაცვის სისტემაზე დიდ დატვირთვას იწვევს”,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ “იმედის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, გამომდინარე იქედან, რომ ბოლო პერიოდის სხვადასხვა ტიპის აქტივობამ სიტუაცია ქვეყანაში გააუარესა, შემთხვევების კიდევ მატებაა მოსალოდნელი.

„სამწუხაროდ, ასეთი მაღალი ციფრები 2-3 კვირა კიდევ იქნება, რაც ჩვენი ჯანდაცვის სისტემაზე დიდ დატვირთვას იწვევს. უნდა ვივარაუდოდთ, რომ ეს ციფრები დაბლა წამოვა, მაგრამ ნუ ვიფიქრებთ, რომ ეს მნიშვნელოვანი კლება იქნება. ეს მნიშვნელოვანი კლება არ იქნება. შესაძლოა მოიკლოს, მაგრამ ასეთი მაღალი ციფრები კარგა ხანს იქნება“, – განაცხადა იმნაძემ.

როგორც იმნაძემ აღნიშნა, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში გაცილებით მეტია.

“რეალურად, კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა ქვეყანაში ორჯერ მეტი გვაქვს. უბრალოდ, ეს არის მსუბუქი შემთხვევები და ასეთი პაციენტები სამედიცინო დაწესებულებებს არ მიმართავენ. აქედან გამომდინარე, ყველა წესის დაცვა სულ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან უსიმპტომო და ნაკლებადსიმპტომიანი ადამიანები, რომლებსაც მცირე გაციება აღენიშნებათ, ინფექციის გადამტანები არიან. კი ბატონო, მოსახლეობის აბსოლუტურმა უმეტესობამ პრობლემის გარეშე გადაიტანა კორონავირუსი, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანი მსხვერპლიცაა. ამიტომ, კიდევ ერთხელ, ყველამ და ყველგან უნდა დავიცვათ წესები. ეს არის: ნიღაბი და დისტანცია. სამწუხაროდ, კაცობრიობამ ჯერჯერობით ამ ვირუსის გავრცელებას სხვა ვერაფერი დაუპირისპირა“, – განაცხადა იმნაძემ.

საქართველოში კორონავირუსის 100 684 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 81 783-ს შეადგენს. გარდაიცვალა 927 მოქალაქე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები