LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომავალი აბიტურიენტების ხელშია: პრეზიდენტმა აბიტურიენტებს ქუთაისიდან მიულოცა

61
salome 22

საქართველოს პრეზიდენტმა ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყება აბიტურიენტებს ქუთაისის საგამოცდო ცენტრიდან მიულოცა და წარმატებები უსურვა.

საგამოცდო ცენტრი ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაშია განთავსებული.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, საგამოცდო პროცესი ძალიან კარგად მიმდინარეობს.

ეროვნული გამოცდები იწყება – წესები, რომლებიც აბიტურიენტებმა უნდა დაიცვან

,,დღეს ქუთაისში ვიმყოფებით და მინდა აქედან მოვულოცო ყველა აბიტურიენტს, ვინც წელს აბარებს ეროვნულ გამოცდებს და მინდა წარმატებები ვუსურვო მათ.
მართალია, ეს წელი ცოტა განსხვავებულია, რადგან პანდემიის ფონზე ძალიან ბევრი რეგულაციაა. მგონია, რომ საგამოცდო პროცესი ძალიან კარგად მიმდინარეობს. ვნახე ყველაფერი ის, რაც მომზადებულია, იმისათვის რომ ამ პირობებში, მინიმუმზე იყოს დაყვანილი ნებისმიერი საფრთხე და მე მგონი, ყველაფერ ძალიან კარგად მიმდინარეობს.

ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი დღე ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და ის შემდგომი ცხოვრების საწყისია. ამ ქვეყნის მომავალი ამ აბიტურიენტების ხელშია. ცოდნა, განათლება და პროფესონალიზმი – ეს არის ის, რაც განაპირობებს ჩვენს ყველას მომავალს და პირველ რიგში, მათ მომავალს. ასე რომ, წარმატებები, წარმატებები და წარმატებები!“ – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა აბიტურიენტებისადმი გაკეთებულ მიმართვაში.

ცნობისთვის, ეროვნული გამოცდები 25 ივლისს დასრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები