LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომავალი ექიმებისა და ჯანდაცვის მუშაკების ხელშეწყობისა და დახმარებისთვის – საქართველოში ჯანდაცვის ახალგაზრდა პროფესიონალების გაერთიანება შეიქმნა

277
Untitled design (5)

საქართველოში პირველად, ჯანდაცვის ახალგაზრდა პროფესიონალების გაერთიანება შეიქმნა.

გაერთიანების ხელმძღვანელების ინფორმაციით, “ჯანდაცვის ახალგაზრდა პროფესიონალების” შექმნის მიზანი მომავალი ექიმებისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების განვითარება, წინსვლაში ხელშეწყობა და დახმარებაა.

პროექტის ფარგლებში, ჯანდაცვის სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალები ცოდნას და გამოცდილებას მომავალ თაობას გაუზიარებენ.

“ამ ეტაპზე თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, აირჩიოთ ჯანდაცვის სასურველი 7 მიმართულების ექიმი/მრჩეველი, რომელიც კარიერულ განვითარებაში დაგეხმარებათ და მოგცემთ პრაქტიკულ რჩევებს. ესენია: ოფთალმოლოგია, ოტორინოლარინგოლოგია, კარდიოქირურგია, ფარმაცია, გინეკოლოგია, ფსიქიატრია, შინაგანი მედიცინა (თერაპია). მენტორები იქნებიან როგორც საქართველოდან ასევე სხვა ქვეყნებიდან. ისინი გახდებიან თქვენი გზამკვლევი ჯანდაცვის სფეროში.” – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს – https://forms.gle/knF8bLJjUocnhHKm7

გავრცელებული ცნობითვე, ჯანდაცვის ახალგაზრდა პროფესიონალების ყველა წევრი ბაზისური პირველადი სამედიცინო დახმარების ტრენინგს გაივლის, ასევე იგეგმება სხვადასხვა ღონისძიების, ტრენინგისა და შეხვედრის ორგანიზება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები