LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომდევნო კვირიდან, საქართველოსა და ყაზახეთს შორის რეგულარული ფრენები განახლდება

83
157728885-3921561074535085-2082159286422451949-o

მიმდინარე წლის 16 მარტიდან, საქართველოსა და ყაზახეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება. ყაზახური ავიაკომპანია Air Astana ალმათი – თბილისი – ალმათის მიმართულებით ფრენებს კვირაში სამი სიხშირით, ყოველ სამშაბათს, პარასკევს და კვირას შეასრულებს, ხოლო ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ძალაში შესვლიდან (მარტის ბოლო კვირა), ავიარეისები აღნიშნული მიმართულებით კვირაში 7 სიხშირით განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 4 მარტს მიენიჭა.

„გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს“, – აცხადებენ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები