LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,მომდევნო შუადღემდე შეიძლება ყველაფერი მოხდეს“ – ძალადობის მსხვერპლის ყოფილი მეუღლე საპატიმროს ტოვებს

481
BeFunky-collage

დეა გოშხეთელიანი ოჯახში ძალადობის მსხვერპლია. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ქმრის, გიგა ბაკურაძის მიტოვება მხოლოდ ორწლიანი თანაცხოვრების შემდეგ შეძლო, თუმცა ძალადობა მაინც არ შეწყვეტილა. დაშორებიდან 7 თვის შემდეგ, ყოფილმა ქმარმა დეას და დეას მამას, მათ სახლში სცემა.

ყოფილი ცოლის და სიმამრის ცემაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

გოშხეთელიანის ყოფილი ქმარი, რომელსაც 1 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯეს, ციხიდან გამოდის.

გიგა ბაკურაძის ციხიდან გამოსვლას სოციალურ ქსელში თავად დეა ეხმაურება და წერს, რომ მისი ყოფილი მეუღლისგან ყველაფერს ელოდება.

,,შუადღემშვიდობის მეგობრებო,

არ მინდა არაოპტიმისტურად ჟღერდეს და არც ასე ვარ განწყობილი, მაგრამ მომდევნო შუადღემდე შეიძლება ყველაფერი მოხდეს,

დღეს ჩემი ყოფილი მეუღლე ტოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას …

და მე ასე ოპტიმისტურად ,შიშველი ხელებით და ცივი გონებით, მზად ვარ დავხვდე მის ნებისმიერ ქმედებას , რადგან მისგან , ნებისმიერი რამ არის მოსალოდნელი (მე ასე ვფიქრობ!)

გამოვიყენებ ყველა კანონიერ მექანიზმს ნებისმიერი კანონსაწინააღმდეგო ქმედების წინააღმდეგ!

კიდევ მრავალ შუადღეს მოგსალმებოდეთ , ამას ვუსურვებ საკუთარ თავს!
მაგრამ ყველაფრისთვის მზად ვარ !
♥️

ბოლოს კი მინდა გითხრათ, რომ ის მიზანი, რა მიზნითაც მე თითოეული ძალადობის მსხვერპლი ქალისთვის და ჩემი შვილისთვის ვიბრძოდი, არის წრფელი და წმინდა!

უკეთეს საქართველოში გაღვიძებას გისურვებთ ხვალ !”- წერს დეა გოშხეთელიანი.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ დეა გოშხეთელიანმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერს იმის შესახებ, რომ ყოფილი ქმრის ადვოკატი, ირაკლი შენგელია მას სიყვარულს უხსნის.

ძალადობის მსხვერპლ დეა გოშხეთელიანს ქმრის ადვოკატი სიყვარულს უხსნის

ცნობილი ამბავია, რომ დეა გოშხეთელიანის ქმარმა მასზე იძალადა და მას შემდეგ ქალმა საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა გადაწყვიტა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები