LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომგებიანი პიარ-სვლა გააკეთეს, მეტი არაფერი: ჯაფარიძე

138
japar2

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე არჩილ თალაკვაძის იმ განცხადების საპასუხოდ, რომლის მიხედვითაც, “ოცნება” დანიელსონის დოკუმენტს ხელს აწერს, აცხადებს, რომ არ სჯერა იმის, რომ დოკუმენტში არსებულ პუნქტებს “ქართული ოცნება” რეალურად განახორციელებს.

ჯაფარიძე “ოცნების” მიერ მედიატორის შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერას „პიარ“ ნაბიჯად აფასებს.

უბრალოდ, შეუძლებელია – წიკლაურის ინფორმაციით, არცერთი ოპოზიციური პარტია დოკუმენტს ხელს არ მოაწერს

“ჩემი პოზიცია ზუსტად იგივე არის დღეს, რაც იყო იმ საღამოს, როდესაც დაიდო ეს დოკუმენტი ბატონი დანიელსონის მხრიდან. როგორც მაშინ არ ვაწერდი, ისე არ ვაწერ ახლაც ხელს. არც იმის მჯერა, რომ იქ რაც წერია, იმას გააკეთებენ, იქაც დიდი არაფერი წერია, მაგრამ რაც წერია, იმასაც არ გააკეთებენ, დარწმუნებული ვარ. მიზეზი იქნება ის, რომ აი ოპოზიციამ არ მოაწერა და ჩვენ რატომ უნდა გაგვეკეთებინა.

პოლიტიკურად მომგებიანი პიარ-სვლა გააკეთეს, მეტი არაფერი. ამ დოკუმენტზე მაშინ ცალსახა საკითხი იყო ყველასი, რომ ხელს არ მოაწერდნენ. ვერც კი წარმომიდგენია, რომ ოპოზიციიდან ვინმემ ამაზე ხელი მოაწეროს. არაფერი შეცვლილა”.- განაცხადა ჯაფარიძემ.

რასაც ხელს მოვაწერთ, შევასრულებთ – გურამ მაჭარაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები