LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მომიახლოვდა თურქი მებაჟე, სასიკვდილოდ მცემეს, ფეხზე ვეღარ ვდგებოდი და საავადმყოფოში გადამიყვანეს”

109

სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე საქართველოს მოქალაქე როინ ლეონიძე გუშინ მომხდარი შემთხვევის დეტალებზე საუბრობს. მისი თქმით, თურქმა მებაჟეებმა საზღვარზე გადასვლის უფლება არ მისცეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

“ინტერპრესნიუსთან” საუბრისას როინ ლეონიძემ განაცხადა, რომ საბაჟოზე გადასვლის აკრძალვის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა, რადგან მებაჟეებმა არ განუმარტეს. როინ ლეონიძე მომხდარის, გამო თურქულ მხარეს კომპენსაციას სთხოვს.

“თურქეთში მივდიოდი და საზღვარზე პასპორტი რომ მივაწოდე, დამიწერა ისარი, რომელიც უკან დაბრუნებას ნიშნავდა. მებაჟემ პასპორტი დახურა და მომაწოდა, მაგრამ არ უთქვამს, რომ მე უკან უნდა დავბრუნებულიყავი, შესაბამისად, გზა გავაგრძელე. მომიახლოვდა თურქი მებაჟე და დამიწყო ცემა. სასიკვდილოდ მცემდნენ, ძირს დამაგდეს და ფეხებს მირტყამდნენ. განყოფილებაში, რომ გადამიყვანეს იქაც სასტიკად მცემეს და ფეხზე, რომ ვეღარ ვდგებოდი საავადმყოფოში გადამიყვანეს. თავისა და ზურგის არეში მძიმე დაზიანებები მაქვს. გუშინ, 8 საათის განმავლობაში მოთავსებული ვიყავი სამედიცინო დაწესებულებაში. საქართველოს კონსული გუშინაც და დღესაც მოვიდა. დღეს ქალაქ ხოფაში პროკურორთან ვიმყოფებოდით, რომელმაც გადახედა ვიდეო მტკიცებულებებს და დაზარალებულად მცნო. როგორც იქ ყოფნისას გავიგე, სამართალდამცავები რომლებიც ფიზიკურად მისწორდებოდნენ, სამსახურიდან გაუშვეს. სარფის საბაჟოზე ოჯახთან ერთად ვიმყოფებოდი, თუმცა ისინი ჩემს უკან მოდიოდნენ და ინცინდენტი მათ არ უნახავთ. მე, აღნიშნული პირების მიმართ განცხადება დავტოვე და ვითხოვ კომპენსაციას”, -აღნიშნა როინ ლეონიძემ.

წყარო: ინტერპრესნიუსი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები