LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,მომინდება ხვალ დაგკეტავ…ზეგ 25 ლარს მოგცემ, ეგრე სად არის?! ამას არ ჰქვია სახელმწიფო” – მერაბ სეფაშვილი

172
merabsefashvili2010-2020-10-19-10-13-22-367720

მომღერალმა მერაბ სეფაშვილმა ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე ,,ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა.

სეფაშვილი აღნიშნავს, რომ მთავრობის პოლიტიკა არასწორია. მომღერალი, იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა, რის მიხედვითაც ახალშობილების დედები 25-ლარიან ვაუჩერს მიიღებენ დახმარების სახით. მერაბ სეფაშვილი აღნიშნავს, რომ ეს ხალხის დაცინვაა.

„ეს არაფერს აღარ ჰგავს, ეს სახელმწიფო აღარ არის. რა არ წამიკითხავს, რა არ მინახავს, რა აღარ მომისმენია, მაგრამ ესე გაწირვა ადამიანების არაფერს აღარ გავს. არანაირ იმედზე, არანაირ გეგმაზე არ არის ლაპარაკი.

მთავრობა არ გამოდის და არანაირ გეგმას არ გეუბნება. ამას არ ჰქვია სახელმწიფო. ეს არის მთელი ქვეყნის პრობლემა, ნებისმიერი კატეგორიის ადამიანს ვიცნობ, ყველა ერთიდაიგივე პრობლემით ცხოვრობს, ვეღარც ცხოვრობს უკვე…

მე არავის არაფერს ვთხოვ, ჩვენ უნდა მოვითხოვოთ, ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება. ასე სად არის, მომინდება 25 ლარს მოგცემ, მომინდება-დაგკეტავ… თუ არ ესმის სახელმწიფოს, მივმართავ მაშინ ოპოზიციას, ჩვენ არ ვითხოვთ, ჩვენ მოვითხოვთ და მოვთხოვოთ ოპოზიციას, რომ წავიდეს და ელაპარაკოს…“- ამბობს სეფაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები