LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომხიბვლელი ბოდიბილდერის ნინი ოქროპირიძის წარმატება: „ოჯახის წევრები გვერდში მიდგანან, როგორც ფინანსურად, ასევე მორალურად“

230
oqropiridze

„ძალიან ბედნიერი დღე გამითენდა! ვიტყოდი, რომ საუკეთესო ჩემს ცხოვრებაში. მინდა, ამ ემოციებისთვის და ახალი ეტაპის დასაწყისისთვის დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ შედეგამდე მიმიყვანა და პატარა წვლილი მაინც შეიტანა, პირველ რიგში, მადლობა სამაგალითო ადამიანს, მეგობარს, სპორტსმენს, ტრენერს და თავის საქმის პროფესიონალს, ირაკლი გაგუას და მათ შორის, ყველა ადამიანს, ვინც ჩემში ეს პოტენციალი დაინახა, გვერდში დამიდგა და დამეხმარა მიზნის მიღწევაში…“, დაწერა ბოდიბილდერმა ნინი ოქროპირიძემ, რომელმაც საქართველოს ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიმსახურა. ზემოხსენებული შეჯიბრება ფიტნესის და ბოდიბილდინგის ფედერაციამ გამართა.

ბოდიბილდერი მარიამ კობერიძე: „აქვთ სიმპათიები ჩემ მიმართ, მაგრამ მათთვის თითქოს მიუწვდომელი ვარ…“

ნინიმ fortuna.ge-ს კითხვებს უპასუხა.

ნინი, როდის დაინტერესდით ბოდიბილდინგით?

ზოგადად, სპორტით მთელი ცხოვრების განმავლობაში დაინტერესებული ვარ, სულ მქონდა ინტერესი სხვადასხვა სპორტისადმი სამოყვარულო დონეზე, მაგალითად, ტანვარჯიშში, მძლეოსნობაში, ცეკვასაც თუ სპორტს მიაკუთვნებთ, უცხოური ცეკვებით ვიყავი დაკავებული. ფიტნესით აქტიურად დავინტერესდი 2014-ში, მაშინ დარბაზში პირველად მოვხვდი. მას შემდეგ დაინტერესებული ვარ, კურსებიც გავიარე. 2018 წლიდან აქტიურად დავიწყე ამ სფეროში მზადება, პაუზა ფაქტობრივად, არ მქონია. პანდემიის პერიოდში სახლში ვაგრძელებდი ვარჯიშს. რა თქმა უნდა, სიმძიმეების გარეშე. ზოგჯერ ბუნებაში გავდიოდი სავარჯიშოდ.

საქართველოს ჩემპიონატზე ბოდიბილდინგსა და ფიტნესში მეორე ადგილი ავიღე. გადაწყვეტილება უცებ მივიღე, გარემომ შემიწყო ხელი, მწვრთნელი ირაკლი გაგუა დამეხმარა ამ გადაწყვეტილების განხორციელებაში, თორემ სურვილი, ორი წელია, რაც მაქვს, მანამდე არასდროს მიმიღია მონაწილეობა ოფიციალურ შეჯიბრებაში. მაქსიმალურ ფორმამდე მიმიღწევია, მაგრამ არასაშეჯიბრო იყო. მინდოდა, ჩემი მაქსიმუმისთვის მიმეღწია და ამის შესაძლებლობა მომეცა.

ტიტულის გარდა კიდევ რაიმეთი დაგაჯილდოვეს?

ფედერაცია დაგვეხმარა და დავსაჩუქრდით. ყველაზე მთავარი მაინც ტიტულია. სპორტსმენი ხდები ოფიციალურად. არასდროს ვყოფილვარ პროფესიონალი ათლეტი და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. მატერიალურსა და არამატერიალურს არ აქვს მნიშვნელობა.

ბოდიფიტნესის მიმდევარი მაკა ხიზანიშვილი: „52 წლის რომ გავხდი, შვილიშვილები მოვიდნენ, მიმღერეს და ასე მომილოცეს…“

თქვენი ოჯახის წევრები და ახლობლები როგორ უდგებიან სპორტის ამ სახეობით თქვენს დაინტერესებას?

არანაირი წინააღმდეგობა არ მქონია, პირიქით – ოჯახის წევრები გვერდში მიდგანან, როგორც ფინანსურად, ასევე მორალურად. რა თქმა უნდა, ვარჯიში ფინანსებზეც არის დამოკიდებული. ყველაფერი კვებას უკავშირდება. საკმაოდ დიდი თანხა ჯდება. 70%-ს განსაზღვრავს კვება. რეჟიმზეა ბევრი რამ დამოკიდებული – საათობრივი კვება, დასვენება უნდა მოხდეს შესაბამისად, ყველაფერი ისე უნდა გქონდეს გათვლილი, რომ არ დაიღალო, სტრესი არ გქონდეს. პრობლემებს ცოტა სხვანაირად ვუდგები, არცთუ ისე მარტივია, მაგრამ ვახერხებ.

საკუთარი ოჯახი გყავთ? როგორ მამაკაცს შეუძლია თქვენი მოხიბვლა?

არა, დასაოჯახებელი ვარ. შეყვარებული მყავს, ვაპირებთ სამომავლოდ დაოჯახებას. ზოგადად, ჩემს პირადზე არ მიყვარს საუბარი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები