LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომყიდონ 1 ლარად ვაკის პარკი, 30 მილიონს მოვიგებ და 90%-ს მთელი ტერიტორიისას დავუბრუნებ ქვეყანას – რომან გოცირიძე

120
IMG-9139

“მომყიდონ 1 ლარად ვაკის პარკი, ავდგები და ჩამოვაჭრი ტერიტორიის 10%-ს, ავაშენებ კორპუსს, თუ 10 მილიონი დამიჯდა, 30 მილიონს მოვიგებ 90 %-ს მთელი ტერიტორიისას დავუბრუნებ ქვეყანას”,- ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, იპოდრომის აღდგენის გეგმა ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო სატყუარაა.

“ეს არის მორიგი წინასაარჩევნო ტრიუკი, რაღა წინასაარჩევნოდ ახსენდება ბიძინა ივანიშვილს რაღაცების ჩამოწერა? … მომყიდონ 1 ლარად ვაკის პარკი, ავდგები და ჩამოვაჭრი ტერიტორიის 10%-ს, ავაშენებ კორპუსს, თუ 10 მილიონი დამიჯდა, 30 მილიონს მოვიგებ 90 %-ს მთელი ტერიტორიისას დავუბრუნებ ქვეყანას და და მერე ვიქნები უდიდესი ფილანტროპი – ვაკის პარკი რომან გოცირიძემ დაუბრუნა თბილისს. ასეთი საქმე გვაქვს ახლა,” – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტს დღეს უსასყიდლოდ გადაეცა ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, სადაც თბილისის ცენტრალური პარკი გაშენდება.

პარკის პროექტზე ჰოლანდიური კოპანია მუშაობს და მშენებლობა რამდენიმე ათეული მილიონი დაჯდება. დედაქალაქის მერის განმარტებით, პროექტის განხორციელებას დაახლოებით 3 წელი დასჭირდება.

ივანიშვილმა იპოდრომი თბილისს უსასყიდლოდ გადასცა: იქ ცენტრალური პარკი გაშენდება 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები