LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომზადდება საკანონმდებლო საფუძველი, რათა მოსამართლეები სწორი პროცედურის საფუძველზე შეირჩნენ – კობახიძე

20180723183351901709843

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებზე ისაუბრა.

კობახიძის თქმით, საკანონმდებლო აქტის დონეზე გაიწერება პროცედურა-კრიტერიუმები და ეს იქნება სავარაუდოდ, ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“, რაც იერარქიაში უმაღლესი რანგის მქონე საკანონმდებლო აქტია.

კობახიძის თქმითვე, მმართველი გუნდი მზად არის ნებისმიერი ინიციატივის  განხილვისთვის.

„რაც შეეხება პროცედურას, კრიტერიუმს, სპეციალური სამუშაო ჯგუფი იმსჯელებს ამ ყველაფერთან დაკავშირებით, გაიწერება პროცედურა-კრიტერიუმები საკანონმდებლო აქტის დონეზე და ეს იქნება, სავარაუდოდ, ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“, რაც არის იერარქიაში უმაღლესი რანგის მქონე საკანონმდებლო აქტი. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, სათანადო საკანონმდებლო საფუძველი მომზადდება, რათა სწორი პროცედურისა და კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები და ამ მიმართულებით ვართ მზად თანამშრომლობისთვის ყველასთან, მათ შორის, რა თქმა უნდა, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან,“ – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები