ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მონაკოს პრინცი ალბერი 61 წლისაა, ამ დღესთან დაკავშირებით მონაკოს სამეფო ოჯახმა ოფიციალურ გვერდზე ემოციური ფოტო გამოაქვეყნა. 61 წლის პრინცი 4 წლის შვილებთან, ჟაკთან და გაბრიელასთან ერთად ტორტთან ზის დ სანთელს აქრობს. მედიაში მალევე აღნიშნეს, რომ ტორტი ძალიან სადა და უბრალოა და მას აწერია, „გილოცავთ დაბადების დღეს“.

ფოტოზე იუბილარი პრინცი ძალიან ბედნიერი ჩანს. ოჯახთან ერთად ფოტოზე არ ჩანს პრინცესა შარლენი. შეგახსენებთ, რომ ტყუპები, ჟაკი და გაბრიელა სამეფო ტახტის პირველი ხაზის მემკვიდრეები არიან.

კატეგორიები: შოუბიზნესი