დასრულდა რესტავრაცია თენგიზ აბულაძის გახმაურებული ფილმისა „მონანიება“. სამუშაოები 4 თვის მანძილზე მიმდინარეობდა.

პროექტი განხორციელდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. ამჟამად ეროვნულ კინოცენტრს აქვს ფილმის მაღალპროფესიულ დონეზე რესტავრირებული ვერსია.

ფილმის საწყისი მასალების ჩამოტანა რუსეთის ფილმსაცავ „გოსფილმოფონდიდან“ განხორციელდა 2019 წელს. ამავე წელსვე შედგა კომუნიკაცია კანის საერთაშორისო კინოფესტივალთან. ფესტივალის სურვილი იყო 2020 წელს „მონანიება“ კვლავ ეჩვენებინათ კანში, პრესტიჟულ სექციაში „კანის კლასიკა“.

კანის კინოფესტივალი ფილმებს აჩვენებს უმაღლესი ხარისხის ციფრული ფორმატით, ამიტომ ეროვნულმა კინოცენტრმა 2020 წლის იანვარში დაიწყო ფილმის აციფვრა – რესტავრაცია. შესასრულებელი სამუშაოების კომპლექსურობის გათვალისწინებით, ფილმის სკანირება განხორციელდა პრაღაში, ჩეხური სტუდია UPP-ის მიერ (Universal Production Partners – Prague), ხოლო ე.წ. გრეიდინგი, ფერის და ხმის დამუშავება განხორციელდა საქართველოში, სტუდია „ფონოგრაფის“ მიერ პაატა გოძიაშვილის ხელმძღვანელობით.
სამწუხაროდ, წელს კორონავირუსის პანდემიის გამო, კანის საერთაშორისო კინოფესტივალი ჩვეულ ფორმატში არ გაიმართა.

„მონანიება“ თენგიზ აბულაძის გახმაურებული ფილმია, რომლის მსოფლიო პრემიერა კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა 1987 წელს. ფილმმა კანში 3 ჯილდო მოიპოვა – ჟიურის „დიდი პრიზი“, „ფიპრესის“ ჯილდო და კათოლიკური ეკლესიის ჟიურის პრიზი ჰუმანიზმისათვის. 1988 წელს კი „მონანიება“ წარადგინეს „ოქროს გლობუსის“ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში.
ფილმში მთავარ როლებს ქართული თეატრისა და კინოს ვარსკვლავები ასრულებენ.

მოცემულ ვიდეოში შეგიძლიათ ნახოთ, თუ როგორ იქმნებოდა ფილმი, და როგორ იხსენებენ შემოქმედებით პროცესს გადამღები ჯგუფის წევრები.

ვიდეოს ავტორები: შოთა (ზამზა) იმნაძე და ბასა ხარაზი.

"მონანიება"

🎞 დასრულდა რესტავრაცია თენგიზ აბულაძის გახმაურებული ფილმისა „მონანიება“. სამუშაოები 4 თვის მანძილზე მიმდინარეობდა. 🎬 პროექტი განხორციელდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. ამჟამად ეროვნულ კინოცენტრს აქვს ფილმის მაღალპროფესიულ დონეზე რესტავრირებული ვერსია.🎥 მოცემულ ვიდეოში შეგიძლიათ ნახოთ, თუ როგორ იქმნებოდა ფილმი, და როგორ იხსენებენ შემოქმედებით პროცესს გადამღები ჯგუფის წევრები.ვიდეოს შექმნაზე მუშაობდნენ: შოთა (ზამზა) იმნაძე და ბასა ხარაზი.

Posted by GNFC – Georgian National Film Center on სამშაბათი, 28 ივლისი, 2020

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05