LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მონტენეგრომ 120 ქვეყნისთვის საზღვარი გახსნა, მათ შორის არის საქართველოც

228
BeFunky-collage (2)

ევროპაში პირველი ქვეყანა, რომელმაც პანდემიის შემდეგ საზღვრები გახსნა, მონტენეგროა.

მონტენეგროში ჩასვლა 120 ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია. მათ შორის არის საქართველოც.

იმ ქვეყნების სიაში, საიდან ჩასულ მგზავრებს მონტენეგროში მიიღებენ არის ევროკავშირის სახელმწიფოები, ჩინეთი და ლათინური ამერიკის ქვეყნები. ჩამონათვალში არ არის აშშ და რუსეთი.

მონტენეგროს მოქალაქეობის მიღება 250 ...

დადგენილი წესის მიხედვით, მონტენეგროში ჩასვლა მხოლოდ იმ ქვეყნებიდან არის დაშვებული, სადაც ყოველ 100 000 მოქალაქეზე კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 36-ს არ აღემატება.

ეს ქვეყნებია:

ალბანეთი, ალჟირი, ანგოლა, არგენტინა, ავსტრალია, ასტრია, აზერბაიჯანი, ბაჰამი, ბანგლადეში, ბარბადოსი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ბუტანი, კონგო, დანია, დომინიკა, ეგვიპტე, ესტონეთი, ეთიოპია, ფიჯი, ფილიპინები, ფინეთი, განა, კამბოჯა, გრელანდია, გრენადა, საქართველო, გვატემალა, გვინეა, ჰაიტი, ინდონეზია, ერაყი, ისლანდია, იამაიკა, იაპონია, სუდანი, ყირგიზეთი, კენია, კამბოჯა, კონგო, კოსოვო, კოსტარიკა, კუბა, ლაოსი, ლესოტო, ლიბანი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მადაგასკარი, მალაიზია, მონაკო, მონღოლეთი, მოზამბიკი, მექსიკა, მავრიტანია, მოზაბიკი, მონაკო, ნეპალი, ნამიბია, ნიკარაგუა, ახალი ზელანდია, პალესტინა, პარაგვაი, ახალი გვინეა, სლოვაკეთი, სენეგალი, რუანდა, შრი ლანკა, სუდანი, სომალი, ტაჯიკეთი,  ტაილანდი, ტოგო, ტრინიტადი და ტობაკო, ტუნისი, უგანდა, ურუგვაი, უზბეკეთი, ვენესუელა ვიეტნამი, ზიმბაბვე.

 

მონტენეგრომ დღეიდან 120 ქვეყნისთვის საზღვარი გახსნა, მათ შორის არის საქართველოც

 

მონტენეგრო ევროპაში პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც განაცხადა, რომ მის ტერიტორიაზე კორონავირუსის აქტიური შემთხვევები აღარ არის.

განცხადება 24 მაისს გაკეთდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები