LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მონურ მორჩილებაში მყოფი ადამიანების განცხადებებზე კომენტარს არ გავაკეთებ, მებრალება მდინარაძეც, კობახიძეც, ღარიბაშვილიც და ყველა: ნიკა მელია

39
ნიკა მელია 2

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელია ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც „მომდევნო დღეებში „ნაციონალური მოძრაობა“ პირადი ცხოვრების ამსახველი გარკვეული ჩანაწერების, თუ მათი ფაბრიკაციის გავრცელებას გეგმავს“.

ნიკა მელია აცხადებს, რომ მონურ მორჩილებაში მყოფი ადამიანების განცხადებებზე კომენტარს არ გააკეთებს, რადგან მართლა ებრალება მდინარაძეც, კობახიძეც და ღარიბაშვილიც.

მელიას თქმით, მმართველ გუნდს ხალხი 2 ოქტომბერს გასცემს პასუხს.

„მე არ მაქვს შეფასება ვერაგების კომენტარებზე, ბოროტების განსახიერებების კომენტარებზე. მეტიც მონურ მორჩილებაში მყოფი ადამიანების კომენტარებზე, მე კომენტარს არ გავაკეთებ. მართლაც მებრალება მდინარაძეც, კობახიძეც, ღარიბაშვილი და ყველა. ეს ადამიანები არიან გაგიკვირდებათ ალბათ და ტყვეობაში, გამოჰყავთ ახლა და შავზე თეთრს ალაპარაკებენ. მათ ჰგონიათ, საკუთარ თავს ამით რაიმე სიკეთეს მოუტანენ. პირიქით. ეს საქმე მივა ბოლომდე, არავის არ აქვს უფლება, რომ ხელის გულზე გედოს ის სისაძაგლე და ამის შემყურე, იმის მაგივრად, გამოხვიდე, შეწუხდე, თქვეს, რომ უბრალოდ ეს არის ტყუილი და ბოდვა, ამის უფლება არავის აქვს ხელისუფლებაში. რადგან თავის თავს ამის უფლება მისცეს და არა პირველად, შესაბამისი პასუხი ექნებათ 2 ოქტომბერს ხალხის მხრიდან“, – განაცხადა მელიამ.